"ქართული ოცნების" წევრებმა სოხუმის დაცემის დღე სიმბოლური შეკრებით გაიხსენეს

Primetime.ge 2 თვის წინ 48
"ქართული ოცნების" წევრებმა სოხუმის დაცემის დღე სიმბოლური შეკრებით გაიხსენეს
"ქართული ოცნების" წევრებმა, სოხუმის დაცემის დღე საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში სიმბოლური შეკრებით გაიხსენეს. მდუმარე აქციაზე სანთლებით დააწერეს "მშვიდობით დავიბრუნებთ ერთმანეთს", რის შემდეგაც მმართველი პარტიის წარმომადგენლები ენგურის ხიდთან გავიდნენ."ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატის დავით კოდუას განცხადებით, აფხაზეთის დაცემა საქართველოს ისტორიაში ყველაზე რთული და მძიმე დღეა."ჩვენ ისტორიისთვის არის ყველაზე რთული და მძიმე შემთხვევა. რა თქმა უნდა, გვინდა, რომ მშვიდობით და ერთობით დავიბრუნოთ ეს ურთიერთობები და მაქსიმალურად ვიყოთ ერთად, ერთმანეთზე ვიზრუნოთ", - განაცხადა დავით კოდუამ.პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის განცხადებით, უამრავი ტკივილია დაკავშირებული ამ დღესთან, თუმცა მმართველი გუნდის მთავარი გზავნილია, რომ საქართველო დაკარგულ ტერიტორიებს ურთიერთპატიებით დაიბრუნებს."უამრავი ტკივილია დაკავშირებული ამ დღესთან, მაგრამ ჩვენი მთავარი გზავნილია, რომ მშვიდობით დავიბრუნებთ ერთმანეთს. ამ მშვიდობის მნიშვნელობა განსაკუთრებით სამეგრელოში მცხოვრებმა ადამიანებმა და მTლიანად ქართველმა ერმა, ისევე როგორც აფხაზებმა ძალიან კარგად ვიცით. ერთმანეთის ურთიერთპატიებით, ერთმანეთის შენობით, საერთო ინტერესებით და საერთო ენის გამონახვით, აუცილებლად უნდა გავერთიანდეთ", - განაცხადა ნინო წილოსანმა.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის, მამუკა წოწერიას განცხადებით, ეს დღე საქართველოს თანამედროვე ისტორიისთვის ძალიან მძიმეა და სწორედ ეს მოვლენა გვიჩვენებს, რომ მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა."ეს არის უმძიმესი და ტრაგიკული მოვლენა ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიისთვის, რომელსაც ახლავს უდიდესი ადამიანური მსხვერპლი და ტრაგედიები. სწორედ ეს მოვლენა გვიჩვენებს, რომ მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. გვაქვს იმედი და გვჯერა, რომ დროგანკურნავს ენგურს გაღმა და გამოღმა ტკივილებს", - განაცხადა მამუკა წოწერიამ.
სრულად წაიკითხეთ სტატია