ქართული ოცნების ქმედებების გამო ევროპული საბჭო კვლავ შეშფოთებას გამოთქვამს

News.ge 3 დღის წინ 7
ქართული ოცნების ქმედებების გამო ევროპული საბჭო კვლავ შეშფოთებას გამოთქვამს

ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის შემდეგ ევროპული საბჭო თავის დასკვნას აქვეყნებს, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი.
შეხვედრა 19 დეკემბერს ბრიუსელში შედგა და ლიდერებმა გააკრიტიკეს ქართული ოცნების ქმედებები და მოუწოდეს მას, პატივი სცეს ფუნდამენტურ უფლებებს.
“ევროპული საბჭო კვლავ გამოთქვამს თავის სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებების გამო, რომელიც ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი. იგი წუხს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო შეაჩეროს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 2028 წლამდე.
ევროპული საბჭო მკაცრად გმობს ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ. საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას და თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან. ძალადობის ყველა აქტი უნდა იყოს გამოძიებული და პასუხისმგებელი პირები პასუხისგებაში უნდა მიეცნენ.
ევროპული საბჭო ხაზს უსვამს კავშირის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს და ქვეყნის გაწევრიანების გზას, თუ საქართველოს ხელისუფლება თავისი ქმედებების დღევანდელ კურსს შეცვლის”, – ვკითხულობთ ევროპული საბჭოს დოკუმენტში.

სრულად წაიკითხეთ სტატია