„ქართული ოცნების“
საარჩევნო პროგრამა არის
ჩვენი ქვეყნის
განვითარების,
კეთილდღეობისა და
პროგრესის გარანტია, - ასე
აფასებს პარლამენტის
ადამიანის უფლებათა
დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტის
თავმჯდომარე რატი
იონათამიშვილი მმართველი
პარტიის მიერ წარდგენილ
პროგრამას.„მიმართულებები,
რაც საქართველოს
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი
კობახიძისგან მოისმინეს
საქართველოს მოქალაქეებმა
ნამდვილად არის მათ
კონკრეტულ საჭიროებებზე
მორგებული. მომდევნო 4
წელიწადში ჩვენს
ქვეყანაში იქნება
უმნიშვნელოვანესი
პროგრესი როგორც
ეკონომიკური
განვითარების, ასევე
სოციალური კეთილდღეობისა
და ჩვენი ეროვნული
ამოცანების შესრულების
თვალსაზრისით“, - მიიჩნევს
იონათამიშვილი. პრემიერ-მინისტრმა
ირაკლი კობახიძემ
„ქართული ოცნების“
საარჩევნო პროგრამის
პრეზენტაცია გამართა.