ქართველ ხალხს ვერავინ
ვერავითარი სანქციებით
ვერ შეაშინებს, რადგან
საზოგადოებას კარგად
ესმის, რომ ქვეყნის
განადგურებას ვერცერთი
სანქცია ვერ შეედრება.
ამიტომ, საქართველოს
ხელისუფლებას ვერავინ
ვერავითარი სანქციების
ფასად ვერ აიძულებს,
ქვეყანა გამანადგურებელი
ომისთვის გაწიროს, – ამის
შესახებ ნათქვამია
„ქართული ოცნების“
პოლიტიკური საბჭოს
განცხადებაში.როგორც
განცხადებაშია აღნიშნული,
ქართველი ხალხი
საქართველოს
უკრაინიზაციას არავითარი
სანქციების ფასად არ
დაუშვებს.„საქართველო
უკრაინულ სცენარს დიდი
ძალისხმევისა და
უკომპრომისო ბრძოლის
შედეგად ჯერჯერობით
გადაურჩა, თუმცა,
მშვიდობისთვის ბრძოლა
გრძელდება და ეს ბრძოლა
ბოლომდეა მისაყვანი. ვიდრე
არსებობს უკრაინაში
პირველი ფრონტი,
საქართველოში მეორე
ფრონტის ინტერესიც
ყოველთვის იარსებებს.
სწორედ ამას უკავშირდება
სანქციები, რომელსაც
გლობალური ომის პარტიის
კარნახით და „დიფ სთეითის“
ხელით, კონკრეტული
სახელმწიფოები ქართველ
პოლიტიკოსებსა და
თანამდებების პირებს
უწესებენ. ქართველმა
ხალხმა ბოლომდე უნდა
იბრძოლოს, რომ გადარჩეს და
საქართველოს უკრაინიზაცია
არ დაუშვას. ამით, ჩვენ კარგ
საქმეს გავუკეთებთ
ევროპასაც, რომლის
ქვეყნების უმრავლესობა
დღეს „დიფ სთეითის“ თამაშს
თამაშობს და საკუთარი
ეროვნული ინტერესების
დაცვას ვერ ახერხებს.
ევროკავშირის
ბიუროკრატიის
ღირებულებითი მდგომარეობა
დღეს უმძიმესია, რაც
ევროპარლამენტის მიერ
საქართველოსთან
დაკავშირებით მიღებული
ხუთი რეზოლუციით ყველაზე
კარგად გამოიხატა. ამ
რეზოლუციებით
ევროპარლამენტმა მოითხოვა
ბიძინა ივანიშვილის დასჯა,
სააკაშვილისა და სხვა
კრიმინალების
განთავისუფლება,
ლგბტ-პროპაგანდის
წინააღმდეგ კანონის
გაწვევა და ა.შ. ბოლო, მეხუთე
რეზოლუციით
ევროპარლამენტმა მოითხოვა
ის, რის საჯაროდ
მოთხოვნასაც, სერიოზულ
მოთამაშეთაგან, მანამდე
ვერავინ ბედავდა –
რუსეთისთვის სანქციების
დაწესება და ქართული
ეკონომიკის ჩამოშლა. ამ
ტენდენციის
გათვალისწინებით,
ევროპარლამენტი მეექვსე
რეზოლუციაში, მაღალი
ალბათობით, რუსეთთან ომის
დაწყებასაც ღიად
მოგვთხოვს. კონკრეტული
სახელმწიფოების მიერ
დაწესებული სანქციების
ფორმალური საფუძველი რომ
სრულიად არასერიოზულია,
ამას დიდი მტკიცება არ
ჭირდება. ბიძინა
ივანიშვილს ასანქცირებენ
იმისათვის, რომ
საქართველოში სისხლიანი
ავტორიტარიზმი
დემოკრატიული
მმართველობით ჩაანაცვლა,
ადამიანების წამებისა და
მკვლელობის, ბიზნესის
რეკეტის, მედიის მიტაცების,
არჩევნების გაყალბების
სისტემური პრაქტიკა
დაასრულა, ქვეყნის
ეკონომიკა 28 მილიარდიდან 90
მილიარდამდე გაზარდა და
საქართველოს 12-წლიანი
უწყვეტი მშვიდობა მოუტანა.
ვახტანგ გომელაურს და გმირ
პოლიციელებს, მათ შორის 2008
წლის ომში ნაბრძოლ
ადამიანებს, ასანქცირებენ
იმისათვის, რომ ბოლო ორ
წელიწადში ხელისუფლების
გადატრიალების სამი
ძალადობრივი მცდელობა
ეფექტურად აღკვეთეს, თანაც
ისე, რომ ამას არათუ
მსხვერპლი არ მოჰყოლია,
არამედ თუნდაც ერთი
ადამიანის ჯანმრთელობაზე
არავითარი კვალი არ
დაუტოვებია. ამის
საპირისპიროდ, ყველას
გვახსოვს გლობალური ომის
პარტიისა და „დიფ სთეითის“
ფავორიტების,
მერაბიშვილის და გახარიას
26 მაისის და 20 ივნისის
სპეცოპერაციები, რომლებიც
ერთ შემთხვევაში 4
ადამიანის მკვლელობით,
ხოლო მეორე შემთხვევაში – 7
ადამიანის ჯანმრთელობაზე
უმძიმესი კვალის
დატოვებით დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ არც
მერაბიშვილის და არც
გახარიას სანქცირება
აზრად არავის მოსვლია,
რადგან „დიფ სთეითში“
იხელმძღვანელეს რუზველტის
ცნობილი გამონათქვამით –
„ძაღლიშვილია, მაგრამ
ჩვენი ძაღლიშვილია“.
ლოგიკურია, რომ ვინც
„ძაღლიშვილებს“ თავს
ევლება, ის გმირ
პოლიციელებს ასანქცირებს.
ყველას გვახსოვს ისიც, რომ
რუსეთთან 2008 წლის ომის
გამჩაღებელი დიქტატორი
სააკაშვილი „დიფ სთეითმა“
გმირად და დემოკრატიის
შუქურად
მონათლა.ლოგიკურია, რომ
გლობალური ომის პარტია
ომის აგენტისთვის ქებას არ
იშურებს. ამ ლოგიკის
გაგრძელებაა ისიც, რომ „დიფ
სთეითი“ ბიძინა
ივანიშვილს მშვიდობისთვის
სჯის. ამ ყველაფერს ქართული
საზოგადოება ძალიან
კარგად არჩევს და სწორედ
ამიტომ აქვს „დიფ სთეითის“
სანქციებს საქართველოში
ყოველგვარი ძალა
დაკარგული. ნიშანდობლივია,
რომ საქართველოს
წინააღმდეგ სანქციები
პირველად უკრაინის
ხელისუფლებას
დააწესებინეს, რომლის
უმაღლესი თანამდებობის
პირები საქართველოს
ხელისუფლებას მეორე
ფრონტის გახსნისკენ ღიად
მოუწოდებდნენ. ამას მოყვა
ბალტიისპირეთის ქვეყნების
სანქციები, რომლებსაც
სუვერენიტეტი,
პრაქტიკულად, სრულად აქვთ
დაკარგული და მთლიანად
„დიფ სთეითის“ კარნახით
უწევთ მოქმედება. თავის
დროზე დახურულ კარს მიღმა
გაჟღერებულმა მოთხოვნამ
და მუქარამ საბოლოოდ
საჯარო სახე მიიღო. „ან
იომებ ან დაგსჯით“ – ეს
არის მარტივი გზავნილი,
რომელსაც საქართველო და
ქართველი ხალხი გლობალური
ომის პარტიისგან იღებს.
მეტიც, ოპოზიციის პირით,
ქართველი ხალხის დასჯაზეც
დაიწყეს საუბარი, რაც იმის
უტყუარი ნიშანია, რომ
ხელისუფლებაზე მეტადაც კი,
გლობალურ ომის პარტიას
ქართველი ხალხის
უკომპრომისო პოზიცია
აღიზიანებს, რომელმაც
კოლექტიური ნაცმოძრაობის,
ანუ გლობალური ომის
პარტიის აგენტურის
ხელისუფლებაში დაბრუნება
და ომში საქართველოს
ხელმეორედ ჩათრევა არ
დაუშვა. საბოლოოდ, ქართველ
ხალხს ვერავინ ვერავითარი
სანქციებით ვერ შეაშინებს,
რადგან საზოგადოებას
კარგად ესმის, რომ ქვეყნის
განადგურებას ვერცერთი
სანქცია ვერ შეედრება.
ამიტომ, საქართველოს
ხელისუფლებას ვერავინ
ვერავითარი სანქციების
ფასად ვერ აიძულებს,
ქვეყანა გამანადგურებელი
ომისთვის გაწიროს.
ქართველი ხალხი
საქართველოს
უკრაინიზაციას არავითარი
სანქციების ფასად არ
დაუშვებს“, – ნათქვამია
განცახდებაში.