„ქართული ოცნების“
პოლიტსაბჭო: საქართველომ
ევროინტეგრაციის გზაზე
ყველა ხელშესახებ
პროგრესს სწორედ „ქართული
ოცნების“ ხელისუფლების
პირობებში მიაღწია. 2012 წლის
შემდეგ მოაწერა ხელი
ქვეყანამ ასოცირების
ხელშეკრულებას,
თავისუფალი ვაჭრობის
შეთანხმებას და მიიღო
უვიზო მიმოსვლის რეჟიმი.
ბრძოლით მოვიპოვეთ
კანდიდატის
სტატუსი საქართველო დღეს
არის დამოუკიდებელი და
სუვერენული, როგორც
არასდროს. ხელისუფლებას
ვეღარავინ კარნახობს და
აიძულებს ისეთი ნაბიჯების
გადადგმას, რომელიც ჩვენი
ქვეყნის ინტერესების
წინააღმდეგ იქნება
მიმართული. „ქართული
ოცნების“ ხელისუფლება
მოქმედებს საქართველოს
ეროვნული ინტერესების
კარნახით და ამ
ინტერესების ხარჯზე
კომპრომისს არასოდეს
დაუშვებს, მომავალშიც
განუხრელად დაიცავს
სამშობლოს, ეკლესიას და
ეროვნულ ფასეულობებს! -
ვკითხულობთ „ქართული
ოცნების“ პოლიტიკური
საბჭოს
განცხადებაში. განცხადებაში
ასევე აღნიშნულია, რომ
საქართველომ
ევროინტეგრაციის გზაზე
ყველა ხელშესახებ
პროგრესს „ქართული
ოცნების“ ხელისუფლების
პირობებში მიაღწია. მათ
ასევე საზოგადოებას
პირობა მისცეს, რომ
პოლიტიკური გუნდი ყველა
გამოწვევას ღირსეულად
გაუმკლავდება და
საქართველო 2030 წლისთვის
დაანონსებულ ევროკავშირის
გაფართოებას ყველა
კანდიდატ ქვეყანაზე უკეთ
მომზადებული
შეხვდება. „საქართველომ
ევროინტეგრაციის გზაზე
ყველა ხელშესახებ
პროგრესს სწორედ „ქართული
ოცნების“ ხელისუფლების
პირობებში მიაღწია. სწორედ
2012 წლის შემდეგ მოაწერა
ხელი ქვეყანამ ასოცირების
ხელშეკრულებას და
თავისუფალი ვაჭრობის
შეთანხმებას და მიიღო
უვიზო მიმოსვლის რეჟიმი.
ბრძოლით მოვიპოვეთ
კანდიდატის სტატუსიც,
რომელიც საქართველოს
არაკეთილმოსურნეებს და
მათი კარნახით მოქმედ
ევროპულ ბიუროკრატიას
საქართველოს წინააღმდეგ
შანტაჟის ინსტრუმენტად
ჰქონდათ მოაზრებული.
მიუხედავად იმისა, რომ
ევროპული ბიუროკრატია
დღესაც საქართველოს
შანტაჟითა და
ხელისუფლებაში
არადემოკრატიული ძალების
დაბრუნების მცდელობით
არის დაკავებული,
საზოგადოებას ვაძლევთ
პირობას, რომ ჩვენი
პოლიტიკური გუნდი ყველა
გამოწვევას ღირსეულად
გაუმკლავდება და
საქართველო 2030 წლისთვის
დაანონსებულ ევროკავშირის
გაფართოებას ყველა
კანდიდატ ქვეყანაზე უკეთ
მომზადებული შეხვდება.
იმედს ვიტოვებთ, რომ ამ
დროისთვის, ბრიუსელის
დღევანდელი ბიუროკრატიაც
ღირსეული, დამოუკიდებელი
და ევროკავშირისა და
ევროპის მომავალზე
ორიენტირებული პოლიტიკური
ელიტით ჩანაცვლდება“, -
ვკითხულობთ პოლიტსაბჭოს
განცხადებაში.