პრეზიდენტ ტრამპის მიერ
„დიფ სთეითის“ მოშლის
ამოცანის წარმატებით
შესრულებას შეუძლია
ქართულ-ამერიკული
ურთიერთობების თვისებრივი
გადატვირთვა უზრუნველყოს,
რაც, გვჯერა, თანაბრად
შედის როგორც საქართველოს,
ისე ამერიკის შეერთებული
შტატების ინტერესებში, -
ამის შესახებ “ქართული
ოცნების” პოლიტსაბჭოს
განცხადებაში
ვკითხულობთ.განცხადების
თანახმად, ევროპაში „დიფ
სთეითის“ მეტასტაზების
მოშლას შედარებით მეტი დრო
დასჭირდება.“ევროპაში
„დიფ სთეითის“
მეტასტაზების მოშლას
შედარებით მეტი დრო
დასჭირდება. როგორც
უნგრეთის
პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ
ორბანმა აღნიშნა - „სოროსმა
დაკარგა ვაშინგტონი
პრეზიდენტ ტრამპის
არჩევით, მაგრამ ბრიუსელი
კვლავ მის ხელშია“.
ბუნებრივია, სოროსში არა
კონკრეტული ადამიანი,
არამედ „დიფ სთეითის“ უკან
მდგომი ოლიგარქიული ქსელი
იგულისხმება.” - აღნიშნულია
განცხადებაში.