„ქართული ოცნების“
ნაძალადევის რაიონის
დელეგატი ირაკლი ხელაძე
კლდეკარის, კიშინიოვისა და
ცქიტიშვილის ქუჩაზე
მცხოვრებ მოქალაქეებს
შეხვდა. დელეგატმა
ადგილობრივ
მოსახლეობასთან არსებულ
პოლიტიკურ ვითარებასა და
ოქტომბრის არჩევნების
მნიშვნელობაზე ისაუბრა, -
ინფორმაციას „ქართული
ოცნება“ ავრცელებს.„ჩვენი
გუნდის ერთ-ერთი უმთავრესი
მიზანი ეროვნული
უსაფრთხოების დაცვაა.
ვხედავთ, რომ კიდევ ბევრი
პრობლემაა მოსაგვარებელი,
კიდევ ბევრი გამოწვევაა,
თუმცა მშვიდობის
შენარჩუნების გარეშე
ჩვენი ქვეყანა ვერ
გააგრძელებს
განვითარებას“, - აღნიშნა
ირაკლი
ხელაძემ.ამომრჩევლებთან
შეხვედრების დროს
დელეგატმა იმ
მიმართულებებზე
გაამახვილა ყურადღება, რაც
მომდევნო ოთხი წლის
განმავლობაში „ქართული
ოცნების“ პრიორიტეტი
იქნება.