„ქართული ოცნების“
მხარდამჭერი ღონისძიება
მესტიასა და ამბროლაურში
გაიმართა. მხოლოდ
მშვიდობით, მხოლოდ
ღირსებით, მხოლოდ
კეთილდღეობით ევროპისკენ -
მომღერლები სრულად
იზიარებენ „ქართული
ოცნების“ პოლიტიკას და
მმართველ პარტიას
მხარდაჭერას
უცხადებენ.„დღეს
ვიმყოფებით საქართველოს
ულამაზეს და პატრიოტ
მხარეში, სვანეთში. მინდა,
რომ მშვიდობა ვუსურვო,
რადგან ყველასთვის ძალიან
მნიშვნელოვანია მშვიდობა.
ჩვენი მთავარი მიზანი წინ,
ღირსებით ევროპისკენ
სვლაა“, - განაცხადა
მომღერალმა სოფო
ბედიამ.„რაც უფრო დრო
გადის, უფრო მეტად
ვრწმუნდები, რომ სწორ
მხარეს ვდგავარ. რომ არა
დღევანდელი ხელისუფლება,
ალბათ მშვიდობაზე დიდი
ხანია ხელი გვექნებოდა
ჩაქნეული. ამიტომ
მოვუწოდებ ყველას, რომ
მოვიდნენ და ხმა მისცენ 41-ს,
თუ უნდათ, რომ ვიცხოვროთ
მშვიდობიან და წყნარ
ქვეყანაში“, - აღნიშნა
მომღერალმა თემურ
თათარაშვილმა.„ჩემი ზარით,
მთელი საქართველოს
მოსახლეობა უნდა მივიდეს
არჩევნებზე და
დააფიქსიროს თავისი აზრი.
მე პირადად მივდივარ
როგორც ყოველთვის და
როგორც ადრე, ახლაც
შემოვხაზავ 41-ს“, - განმარტა
მომღერალმა ელენე
ფოჩხუამ.„გადავდგათ სწორი
ნაბიჯი იმისთვის, რომ
ქვეყანაში იყოს მშვიდობა,
სტაბილურობა, ეკონომიკური
განვითარება და რაც
მთავარია ჩვენი მრწამსით
და ძირძველი ტრადიციებით
გავაგრძელოთ ცხოვრება“, -
თქვა მომღერალმა ზურა
ხაჩიძემ.„მთავარი
გზავნილი იქნება ის, რომ
საქართველოში უნდა იყოს
მშვიდობა და არჩევანი
გვაქვს გასაკეთებელი
მშვიდობასა და ომს შორის.
რა თქმა უნდა ქართველი
ხალხი ვირჩევთ მშვიდობას
და მხარს ვუჭერთ მმართველ
პარტიას“, - განაცხადა ჯგუფ
„იბერიას“ წევრმა გიგა
სოზიაშვილმა.„პოლიტიკა,
რომელიც „ქართულ ოცნებას“
აქვს ჩვენს ქვეყანაში,
ემსახურება მხოლოდ
მშვიდობას და
კეთილდღეობას. ჩვენ ყველამ
ძალიან კარგად ვიცით ბატონ
ბიძინა ივანიშვილს
რამდენი სიკეთე აქვს
გაკეთებული
საქართველოსთვის, ამიტომ 26
ოქტომბერს უნდა მივიდეთ და
დავაფიქსიროთ სწორი აზრი
ჩვენთვის და ჩვენი
ქვეყნისთვის“, - აღნიშნა
მომღერალმა მარიამ
მამისმედიშვილმა.მმართველი
გუნდის მხარდამჭერი
ღონისძიება ხვალ
ქუთაისშია დაგეგმილი.