„ქართული ოცნების“ მთავრობას ნიღბები მოსძვრა, ყველაფერი, რასაც ვხედავთ, არ არის ის, რაც ქართველ ხალხს სურს - ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

Primetime.ge 2 კვირის წინ 10
„ქართული ოცნების“ მთავრობას ნიღბები მოსძვრა, ყველაფერი, რასაც ვხედავთ, არ არის ის, რაც ქართველ ხალხს სურს - ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
„ქართული ოცნების“ მთავრობას ნიღბები მოსძვრა და ეს უკვე საკმაოდ ცხადი იყო რამდენიმე თვის წინ. სამწუხაროდ, არჩევნების შემდეგ ყველაფერი, რასაც ვხედავთ, არ არის ის, რაც ქართველ ხალხს სურს, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკამ „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ბალტიის სამმა ქვეყანამ დააწესა სანქციები იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც მისი თქმით, პასუხისმგებელნი არიან ამ ძალადობაზე მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.„ძალადობა დემონსტრაციების წინააღმდეგ არის მიუღებელი. ჩვენ როგორც ევროკავშირის წევრებმა, სამმა ბალტიის ქვეყანამ ეს საკითხი თვეების წინ დავაყენეთ და კიდევ დავაყენებთ საგარეო მინისტრთა საბჭოს მომავალ სხდომაზე. ამას გარდა, ჩვენ ბალტიის სამმა ქვეყანამ დავაწესეთ სანქციები იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ ძალადობაზე მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, დაწყებული ოლიგარქ ივანიშვილით. ეს არის ღრმად შემაშფოთებელი და მე აბსოლუტურად ვეთანხმები იმას, რაც თქვა ერთ-ერთმა ნაცემმა ჟურნალისტმა, – აშკარაა, რომ რუსეთს მეტი გავლენა აქვს იქ და ეს არის ის, რაც ქართველი ხალხისთვის მიუღებელია““, – განაცხადა ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანთან დაკავშირებით წამყვანის დასმულ შეკითხვაზე, მარგუს ცაჰკნამ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერები ატყუებენ ევროკავშირს და ქართველ ხალხს.„ქართველ ხალხს ჰყავს ლეგიტიმური ლიდერი პრეზიდენტის სახით. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ გეგმავს პრეზიდენტის შეცვლას, თუმცა პრეზიდენტი ლეგიტიმური ლიდერია, რომელსაც ქართველი ხალხი უჭერს მხარს და ჩვენ მისი სიტყვები სერიოზულად უნდა აღვიქვათ. ბრალდებები იმის შესახებ, რომ ამ მასობრივი დემონსტრაციების უკან გარკვეული პოლიტიკური მოძრაობები დგანან, სიმართლე არ არის. ეს არის ქართველი ხალხი და ეს დემონსტრაციები არ იმართება მხოლოდ თბილისში, არამედ მთელ საქართველოში; ასე რომ, სიმართლეა – ქართველი ხალხის 80% ევროკავშირისკენ გზას უჭერს მხარს. „ქართული ოცნების“ ლიდერები და პრემიერ-მინისტრი უბრალოდ იტყუებიან, ისინი ატყუებენ ევროკავშირს, თუმცა რაც ყველაზე მთავარია, ისინი დიდი ხანია, ატყუებენ ქართველს ხალხს და ეს არის რეაქცია, რასაც ჩვენ ვხედავთ. ასე რომ, ევროკავშირმა ეს პროცესი შეაჩერა უკვე რამდენიმე თვის წინ, თუმცა სიტუაცია, რომელსაც ამჟამად ქუჩებში ვხედავთ, ნამდვილად შემაშფოთებელია“, – განაცხადა მარგუს ცაჰკამ.
სრულად წაიკითხეთ სტატია