„ქართული ოცნების“ თავდაცვის მინისტრი გაეროს სამშვიდობო მისიების მინისტერიალს დაესწრო

Civil Georgia 3 კვირის წინ 15
„ქართული ოცნების“ თავდაცვის მინისტრი გაეროს სამშვიდობო მისიების მინისტერიალს დაესწრო

„ქართული ოცნების“ ვიცე-პრემიერი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი 13 მაისს ბერლინში გაეროს სამშვიდობო მისიების მინისტერიალს დაესწრო, სადაც იგი თავისმა გერმანელმა კოლეგამ, ბორის პისტორიუსმა მიიწვია.

ირაკლი ჩიქოვანი სიტყვით გამოვიდა პანელურ დისკუსიაზე „სამშვიდობო მისიების რეფორმა: უფრო ეფექტიანი და უსაფრთხო სამშვიდობო ოპერაციები“. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესრელიზის თანახმად, ჩიქოვანმა „ყურადღება გაამახვილა გაეროს სამშვიდობო მისიების მნიშვნელობაზე, ახალ ინიციატივებზე, გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე“.

„როგორც მან აღნიშნა, საქართველო, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების პასუხისმგებლიანი აქტორი წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა არა მხოლოდ გაეროს, არამედ ნატოსა და ევროკავშირის მისიებში“, – ნათქვამია პრესრელიზში.

ბერლინის მინისტერიალში 112 სახელმწიფოს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე გაეროს, ევროკავშირის, ნატოს, ეუთოსა და წითელი ჯვრის მაღალი დონის პოლიტიკური პირები მონაწილეობენ. გაეროს სამშვიდობო მინისტერიალი პირველად 2016 წელს ჩატარდა და მას შემდეგ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება. მინისტერიალი მიზნად ისახავს გაეროს სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილე ქვეყნების მზადყოფნას გაეროს არსებულ თუ სამომავლო სამშვიდობო მისიებში ჩართვასა და კონტრიბუციასთან დაკავშირებით.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია