„ქართული ოცნება“ ნარკოდანაშაულთან მიმართებაში სასჯელის სახით სავალდებულო მკურნალობის შემოღებას გეგმავს  

Civil Georgia 1 თვე წინ 12
„ქართული ოცნება“ ნარკოდანაშაულთან მიმართებაში სასჯელის სახით სავალდებულო მკურნალობის შემოღებას გეგმავს  

„ქართული ოცნება“ ნარკოდანაშაულთან მიმართებაში სასჯელის სახით სავალდებულო მკურნალობის შემოღებას გეგმავს, განაცხადა მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ 17 მარტს გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, ეს ზომა „განსაკუთრებულ შემთხვევებში“ იქნება გამოყენებული, თუმცა არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებში.

მდინარაძის თქმით, მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს, რომ „ამ კონკრეტული ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვის თვალსაზრისით არა მხოლოდ კერძო პრევენცია, არამედ ზოგადი პრევენციისთვის იყოს კარგი ამ სასჯელის დანიშვნა სხვა სასჯელთან ერთად“.

მან ასევე განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ჰქონდა შესაბამისი პრეცედენტი ამასთან დაკავშირებით, თუმცა კონკრეტულ საქმეზე არ უსაუბრია.

გასულ კვირას „ქართულმა ოცნებამ“ საკანონმდებლო ცვლილებები დააანონსა, რომლებიც ქვეყნის ნარკოპოლიტიკას გაამკაცრებს. „ქართული ოცნების“ პარლამენტმა ცვლილებები პირველი მოსმენით უკვე მიიღო, მეორე მოსმენა კი მიმდინარე კვირასაა ჩანიშნული. ცვლილებების მთავარი სამიზნეები ნარკორეალიზატორები არიან, ხოლო მცირე ოდენობით ნარკოტიკის გაყიდვისათვისაც კი სასჯელი 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა იქნება. ცვლილებების თანახმად, თუ პირს დაუდასტურდება ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი, ან თუ პირი თავს არიდებს ნარკოლოგიურ შემოწმებას, სამი წლით ჩამოერთმევა მართვის უფლება, ხუთი წლით ჩამოერთმევა საჯარო სამსახურში ან საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, ასევე იარაღის ფლობის უფლება.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია