„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო შეხვედრების გამართვას ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში აგრძელებს

Primetime.ge 2 თვის წინ 33
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო შეხვედრების გამართვას ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში აგრძელებს
"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" დელეგატი ახალქალაქში სამველ მანუკიანი, ახალქალაქისა და ნინოწმინდის სოფლების: განძის, ფოკას, ტამბოვკას, ფარავანის, ბავრას, როდიონოვკასა და საღამოს მოსახლეობას შეხვდა.დელეგატმა მოსახლეობასთან ისაუბრა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაზე და მიმდინარე მოვლენებზე.დელეგატმა სოფლებში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები შეაჯამა. ამომრჩეველი გაეცნო გუნდის სამომავლო გეგმებს, ასევე ისაუბრეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე განიხილეს დასახლებების საჭიროებები და მათი გადაჭრის გზები.
სრულად წაიკითხეთ სტატია