პარლამენტის თავდაცვისა
და უშიშროების კომიტეტის
თავმჯდომარის პირველმა
მოადგილემ, თენგიზ
შარმანაშვილმა, გიორგი
ბაჩიაშვილზე ჯინ შაჰინის
განცხადება შეაფასა და
აღნიშნა, რომ ბაჩიაშვილი
ჩვეულებრივი აგენტია,
რომელიც მათ საქმეს
აკეთებდა და ახლა უბრალოდ
მას იცავენ.მისი
განმარტებით, როდესაც
ადამიანი გიორგი
ბაჩიაშვილს დემოკრატიის
შუქურად წარმოაჩენს და მას
იცავს, ეს უკვე ყველაფრის
მანიშნებელია."ქართული
დემოკრატიის რომელი
მებაირახტრე ბაჩიაშვილია,
რომ ასე გამოენთნენ და
"მეგობარი აქტის" მიღებას
უკავშირებენ. მათი ერთი
ჩვეულებრივი აგენტია,
რომელსაც აკეთებინებდნენ
თავის საქმეს და ახლა
იცავენ. შენიღბულად მაინც
გააკეთონ, ბაჩიაშვილის
დონეზე რომ დაეშვება
ადამიანი, მას დემოკრატიის
შუქურად წარმოაჩენს და მის
დაცვას დაიწყებს ეს უკვე
ყველაფრის მანიშნებელია,
რადგან ის სხვის ქონებას და
ფინანსებს ითვისებდა,
ასევე ფულს ათეთრებდა და
ქართულმა მართლმსაჯულებამ
განაჩენი უკვე დააყენა", -
განაცხადა თენგიზ
შარმანაშვილმა.