საქართველოს მასშტაბით
გახსნილ 24 საგამოცდო
ცენტრში აბიტურიენტები
გამოცდას ქართულ ენასა და
ლიტერატურაში
აბარებენ.პირველი
გამომსვლელები წერითი
დავალების საკითხებს
ასახელებენ. ათამდე
გამოკითხული აბიტურიენტის
ინფორმაციით: პროგრამული
ნაწილიდან წერით
დავალებად მოვიდა
ვაჟა-ფშაველას “ჩემი
ვედრება”, ხოლო
არაპროგრამულიდან გურამ
რჩეულიშვილის
“ასვლა”.თბილისის 39-ე
საჯარო სკოლის საგამოცდო
ცენტრიდან გამოსული ანა
არჩეულ თემას და თეზის ასე
იხსენებს:„დავწერე გურამ
რჩეულიშვილის “ასვლა”,
საინტერესო და მარტივად
გასააზრებელი ტექსტი იყო,
თეზისი იყო: “სიყვარული
საქმისადმი ყველანაირ
დაბრკოლებას გადალახავს”.
ვფიქრობ, ადვილი ვარიანტი
შემხვდა, კმაყოფილი ვარ,
რედაქტირებაშიც
სტანდარტული შეცდომები
იყო”.აბიტურიენტების
თქმით, რედაქტირების
დავალებაში ტექსტი
ფეხბურთზე იყო,
კონკრეტულად კი ფეხბურთის
ფედერაციაზე.წყარო: EDU.ARIS.GE