ამერიკაში საქართველოს
ელჩად თამარ ტალიაშვილის
დანიშვნას ოპოზიციაში
ეხმაურებიან.
ხელისუფლების ოპონენტები
კვლავ სკეპტიკურად არიან
განწყობილი და, შექმნილი
ვითარებიდან გამომდინარე,
თბილისსა და ვაშინგტონს
შორის ურთიერთობის
გადატვირთვის მოლოდინი არ
აქვთ."სამწუხაროა, რომ
ქართულ-ამერიკული
ურთიერთობები ამ
მომენტისთვის არის
უკიდურესად ნეგატიურ
ნიშნულზე, არალეგიტიმური
"ქართული ოცნების" მიერ,
წლების განმავლობაში
ანტიდემოკრატიული,
ანტიქართულ და
ანტიამერიკული პოლიტიკის
გამო. ამიტომ, მას, ცხადია,
ვერ შეცვლის ახალი ელჩი," -
აცხადებს პარტიის
"ერთიანობა - ნაციონალური
მოძრაობის" პოლიტიკური
საბჭოს წევრი, გიორგი
კაპანაძე.ცნობისთვის,
საქართველომ ე.წ. აგრემანი,
ანუ თანხმობა,
დიპლომატიური
წარმომადგენლობის
ხელმძღვანელად
ტალიაშვილის დანიშვნასთან
დაკავშირებით
ვაშინგტონისგან გუშინ
მიიღო.