ქართველმა ხალხმა გამოცდა
ჩააბარა 34 წლის წინ, როდესაც
დამოუკიდებლობა
მოვიპოვეთ, ყველა გამოცდა,
რაც კი შეიძლება, ჩააბაროს
ერმა, ჩაბარებული გვაქვს, –
ამის შესახებ საქართველოს
პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილმა
პირველი არხის გადაცემაში
„დღის თემა“ განაცხადა
საქართველოსთან
დაკავშირებით
ევროპარლამენტის
ანგარიშის შესახებ დასმულ
კითხვაზე.კერძოდ,
ევროპარლამენტის
ანგარიშის ერთ-ერთ
ჩანაწერზე, სადაც
აღნიშნულია, რომ
ევროპარლამენტში
თვითმმართველობის
არჩევნებს საქართველოს
დემოკრატიის მედეგობის
მორიგ გამოცდად მიიჩნევენ
და მოუწოდებენ ოპოზიციას,
„გამოიყენოს ეს
შესაძლებლობა, რათა ასახოს
ხალხის ერთიანობა“,
პაპუაშვილმა აღნიშნა:„მე
ეს გავიგე როგორც
ქედმაღალი მეტროპოლიიდან
პერიფერიისთვის
გადმოსროლილი სიტყვა,
გამოცდები. რაღაც გამოცდა
გვაქვს ჩასაბარებელი. აქ
კლასში ჩარჩენილი მოწაფე
არავინ არის. ზუსტად ეს
არის საბჭოური აზროვნება,
როცა ბრიუსელიდან ქართველ
ხალხს გვიყურებენ როგორც
არასრულფასოვან
საზოგადოებას, რომელმაც
გამოცდები უნდა ვაბაროთ
ბრიუსელის, თუ ქალბატონი
იუკნევიჩიანეს, თუ სხვების
წინაშე. ქართველი
ხალხისადმი ეს
დამოკიდებულება, ხალხის
მეორეხარისხოვან
საზოგადოებად წარმოჩენა
უნდა დასრულდეს. ეს
დაასრულა ქართველმა
ხალხმა 26 ოქტომბერს. იმ
არჩევნებში ეს ითქვა.
სინამდვილეში, ამაზე
გამწარდა ზოგიერთი. ეს
გაიმეორა
„ევრობარომეტრმა“, ზუსტად
ეს აჩვენა, რომ ეროვნულ
მთავრობას აქვს
მოსახლეობის მხარდაჭერა.
მოსახლეობის
უმეტესობისთვის
მომაბეზრებელია, როდესაც
ზემოდან დაჰყურებენ. ადრე
მოსკოვი დაჰყურებდა, ახლა
დედაქალაქების
ჩამონათვალი იმდენია,
მეშინია, არ შემეშლოს,
რამდენს უნდა, ზემოდან
დაგვყურონ – ესტონელებს,
ლიტველებს, ლატვიელებს,
ვისაც არ ეზარება, ყველას
ჩვენი მართვა უნდა. ყველას
რატომღაც თავი
წარმოუდგენია კლასის
დამრიგებლად და ჩვენ
გამოცდები უნდა ვაბაროთ?
ლიტვის მთავრობას უნდა
ჩავაბაროთ გამოცდა, თუ
დანიის და საფრანგეთის? რა
დამოკიდებულებაა
საზოგადოებების და
ქვეყნების დახარისხება,
რომლებსაც გამოცდები აქვთ
ჩასაბარებელი.ქართველმა
ხალხმა გამოცდა ჩააბარა 34
წლის წინ, როდესაც
დამოუკიდებლობა
მოვიპოვეთ. ქართველმა
ხალხმა თავისი
პასუხისმგებლობის გამოცდა
ჩააბარა ავღანეთში, როცა
წინა ხაზზე ვიბრძოდით და
დამალული იყვნენ ნატო-ს
წევრი ქვეყნების
უმეტესობა თავის
ქვეყნებში, არც კი
გააგზავნეს კონტინგენტი
ავღანეთში. ყველა გამოცდა,
რაც კი შეიძლება, ჩააბაროს
ერმა, ჩაბარებული გვაქვს.
მათ შორის დღეს რომ ძალიან
გულადად არიან და უკრაინას,
როგორც აშშ-ის ხელისუფლება
ამბობს, მარიონეტად
იყენებენ რუსეთთან ომში და
„პროქსი ომი“ აქვთ
გამართული რუსეთთან, ჩვენ
როცა საომარი იყო, ვიომეთ.
სამწუხაროდ, დღეს ზოგიერთი
ქვეყანა, განსაკუთრებით
ბალტიის ქვეყნები, რათა
თავად აიცილონ შიშები,
რომელიც რუსეთის მიმართ
აქვთ, მზად არიან, გაწირონ
სხვა ქვეყნები,
საქართველოს ჩათვლით, რომ
ყურადღება გადაატანინონ
სხვებზე. რაიმე შიშები თუ
აქვთ და რისკებს ხედავენ,
ამ შიშს ჩახედონ თვალებში
და თავად იბრძოლონ
საკუთარი
დამოუკიდებლობისთვის და
სხვის ხარჯზე ნუ ეცდებიან
თავისი დამოუკიდებლობის
შენარჩუნებას“, –
განაცხადა შალვა
პაპუაშვილმა.