ქართველმა მოჭადრაკეებმა ესპანეთში წარმატებით იასპარეზეს

News.ge 15 საათი წინ 17
ქართველმა მოჭადრაკეებმა ესპანეთში წარმატებით იასპარეზეს

ესპანეთის კანარებზე ტრადიციული XVII Memorial Pedro Lezcano Montalvo 2025 დასრულდა.
ტურნირში მონაწილეობდა 17 ქვეყნის 165 მოჭადრაკე, მათ შორის ორი ქართველი საერთაშორისო ოსტატი: ნიკოლოზ პეტრიაშვილი და ირაკლი ახვლედიანი.
შეჯიბრება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად გაიმართა.
ნიკოლოზ პეტრიაშვილმა 9 პარტიაში 7 ქულა დააგროვა , 9 სარეიტინგო ქულა მოიმატა და III – VII ადგილი გაინაწილა. დამატებითი მაჩვენებლებით ქართველი მოჭადრაკე IV ადგილზე გავიდა.
6,5 ქულით VIII-XIV ადგილი გაიყო და 11 ქულა შემატა რეიტინგს ირაკლი ახვლედიანმა.

სრულად წაიკითხეთ სტატია