ქართველი ფეხბურთელების მიმართ ევროპაში ინტერესია და მჯერა, კიდევ უფრო გაიზრდება – რამაზ სვანაძე

News.ge 4 კვირის წინ 48
ქართველი ფეხბურთელების მიმართ ევროპაში ინტერესია და მჯერა, კიდევ უფრო გაიზრდება – რამაზ სვანაძე

რამაზ სვანაძე, რომლის ხელმძღვანელობითაც საქართველოს 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, იმედოვნებს, რომ ევროპის წამყვან ჩემპიონატებში მეტი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს.
„ფეხბურთში მთავარია, რეალობის განცდა შევინარჩუნოთ, რადგან ეს წინსვლაში გვეხმარება. მიზნისკენ ნელ-ნელა უნდა ვიაროთ.
სამი წელია, ფეხბურთის ფედერაციაში არსებობს გეგმა, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების წინსვლას უნდა წაადგეს. ამ გეგმას ყველა ასაკობრივი გუნდი მიჰყვება. დარწმუნებული ვარ, მისი რეალიზებით დიდი წარმატება გველის, ზუსტად იმ პროდუქტს და შედეგებს მივიღებთ, რაზეც დიდი ხანია, ვფიქრობთ.
ჩვენი ფეხბურთელების მიმართ ევროპაში ინტერესი არის და მჯერა, კიდევ უფრო გაიზრდება, წამყვან ლიგებში მეტ ქართველ მოთამაშეს ვიხილავთ“, – განაცხადა რამაზ სვანაძემ საქართველოს პირველ არხთან.
სვანაძის ხელმძღვანელობით საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეორედ ითამაშებს. პირველად გუნდმა კონტინენტის პირველობაზე 2023 წელს იასპარეზა და მეოთხედფინალში გავიდა.

სრულად წაიკითხეთ სტატია