სხვადასხვა ქვეყანაში
მცხოვრები ქართული
დიასპორის
წარმომადგენლები,
ქართველი ემიგრანტების
სახელით, ევროკავშირის
საგარეო საქმეთა საბჭოს
მიმართ გავრცელებულ
განცხადებას
ემიჯნებიან.ქართველი
ემიგრანტები გავრცელებულ
განცხადებაში წერენ, რომ
ისინი დაუშვებლად
მიიჩნევენ და ემიჯნებიან
მოთხოვნებს, მათ შორის
საქართველოს ხელისუფლების
წინააღმდეგ ცალკეული
ზომების
გატარებას.„ესპანეთში
მცხოვრები ემიგრანტები
ემიჯნებიან განცხადებას,
რომელიც გაკეთდა
გარკვეული ჯგუფის მიერ,
თითქოს ემიგრაცია
ემიჯნება სახელმწიფოს და
ევროკავშირს სთხოვს
დაუწესოს სანქციები. ჩვენ
არ ვიზიარებთ ამ
განცხადებას და ვგმობთ,
ემიგრაციის სახელით
გაკეთებულ მსგავს
პეტიციას“, - აღნიშნულია
პლატფორმა „ქართველები
ბარსელონაში. ნამდვილი
ამბავის“
გვერდზე.ანალოგიური
შინაარსის პოსტს
აქვეყნებს თესალონიკში
მცხოვრები ემიგრანტიც.„მე
თესალონიკში მცხოვრები
ემიგრანტი, ვემიჯნები
ყველა პოლიტიკურ და
არაპოლიტიკურ
განცხადებას, რომელსაც
გარკვეული ჯგუფები
ავრცელებენ მთელი
ემიგრაციის სახელით!
არავის აქვს უფლება სხვისი
სახელით ცრუ განცხადებები
გაავრცელოს და მთელი
ემიგრაციის სახელით
ილაპარაკოს ! თითქოს
ემიგრაცია ემიჯნება
სახელმწიფოს და
ევროკავშირს სთხოვს
დაუწესოს სანქციები. მე არ
ვიზიარებთ ამ
განცხადებას“, - წერის ილია
კობახიძე.