„ქარვისფერი ღვინის მოხმარება თანამედროვე ტენდენციად ყალიბდება“ – მარანი „ჩუბინი“

News.ge 1 დღე წინ 2
„ქარვისფერი ღვინის მოხმარება თანამედროვე ტენდენციად ყალიბდება“ – მარანი „ჩუბინი“

ტურისტებს ქვევრის ქარვისფერი ღვინო განსაკუთრებით მოსწონთ. ღვინის აღნიშნული სახეობის მოხმარება თანამედროვე ტენდენციად ყალიბდება. როგორც “ბიზნესპარტნიორთან” კახეთში, სოფელ შილდაში მდებარე მარან “ჩუბინის” დამფუძნებელი, თორნიკე ჩუბინიძე აღნიშნავს, უცხოეთში ქართული ღვინის პოპულარიზაცია კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე უნდა ავიდეს.
თორნიკე ჩუბინიძის ინფორმაციით, ამჟამად, ექსპორტის კუთხით კომპანიის ყველაზე აქტიური ქვეყანა -ია. მისივე ცნობით, აშშ-ში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაყიდვები დაახლოებით, 20%-ით გაიზარდა.
“ექსპორტზე აშშ-ში გავდივართ, ასევე საფრანგეთს, ბელგიას, ს, სინგაპურს, ჩინეთს და იაპონიას მოვიცავთ. ყველაზე დიდი საექსპორტო ბაზარი აშშ-ში გვაქვს, იქ დაახლოებით – 5 000 ბოთლ ღვინოს ვყიდით. კონკურენცია ძალიან დიდია, მოგეხსენებათ აშშ-ში დიდი ბაზარია და მთავარი გამოწვევა – ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდაა. მიუხედავად ამისა, ტენდენცია მზარდია…
გერმანიის, ჰოლანდიის და დიდი ბრიტანეთის მიმართულებით საექსპორტო ბაზრის გაზრდა გვინდა. ამ ეტაპზე, გერმანიის და ჰოლანდიის შემთხვევაში პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და დიდი ბრიტანეთის მიმართულებით პარტნიორების მოძიების პროცესში ვართ. ჩვენმა უცხოელმა კომპანიონებმა ქართული ღვინო მოიწონეს, ღვინის ხარისხი კარგია, თუმცა მთავარი გამოწვევა, ისევ და ისევ, ცნობადობის გაზრდაა”, – აღნიშნავს თორნიკე ჩუბინიძე.
მარნის დამფუძნებელმა ადგილობრივ და უცხოელ მომხმარებლებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ღვინის დიდ ნაწილს 90%-ს უცხოელები ყიდულობენ, დანარჩენი 10% კი, ადგილობრივ მოსახლეობაზე მოდის.
“ვენახი საკუთარიც გვაქვს და ადგილობრივი მევენახეებისგანაც ვყიდულობთ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაყიდვები იმავე ნიშნულზეა. წელიწადში 10 000 ბოთლს ვაწარმოებთ. ვამზადებთ მხოლოდ ქვევრის 4 დასახელების ღვინოს ესენია: საფერავი, ქისი, მწვანე და რქაწითელი. მომხმარებელს ღვინის შეძენა ადგილზე შეუძლიათ. ასევე გვაქვს ღვინის ტურები, რაც ტურისტებისთვის ძალიან საინტერესოა. ადგილობრივ ბაზარზე წარმოდგენილი, ამ ეტაპზე არ ვარ, თუმცა სამომავლოდ ვაპირებ.
ერთი სახის ტენდენცია შევამჩნიე, სტუმრებს განსაკუთრებით ქვევრის, ქარვისფერი ღვინო მოსწონს, თავისი გემოვნური თვისებებიდან გამომდინარე. ვიზიტორები ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებიდან გვყავს: გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, ავსტრიიდან და ა.შ. წარმადობის გაზრდას რაც შეეხება, არ გამოვრიცხავ, ეტაპობრივად ვაპირებ”, – აღნიშნავს თორნიკე ჩუბინიძე.
ცნობისთვის, საოჯახო ტიპის მარანი “ჩუბინი”, ყვარელში სოფელ შილდაში მდებარეობს. ვენახი 1 ჰექტარს მოიცავს.

სრულად წაიკითხეთ სტატია