თბილისის მე-12 რაიონული
სამსახურის 1722 ბრიგადის
წევრმა უგონო
მდგომარეობაში,
ავტომობილში მყოფ ქალს
პირველადი დახმარება
გაუწია და, გულ-ფილტვის
რეანიმაციისა და სხვა
სამედიცინო
მანიპულაციების შედეგად,
პულსი აღუდგა. პაციენტი
გადაყვანილია სამედიცინო
დაწესებულებაში. მას
გამოკვლევები
უტარდება."თბილისის მე-12
რაიონული სამსახურის 1722
ბრიგადის კიდევ ერთი
წარმატება.თბილისის მე-12
ფილიალის 1722 ბრიგადამ ქუჩის
გამოძახება ლოზუნგით
უგონო მიიღო. 3 წუთში
ადგილზე მისულ სასწრაფო
დახმარების ბრიგადას
შუახნის ქალბატონი
მანქანაში უგონო
მდგომარეობაში დახვდა,
მეგობრის გადმოცემით
ქალბატონს მანქანა უნდა
დაეძრა, რა დროსაც
მოულოდნელად გონება
დაკარგა.ექიმის
გადმოცემით, არ
აღინიშნებოდა სუნთქვა და
პულსი. სამედიცინო
პერსონალის მიერ პაციენტი
დაუყოვნებლივ იქნა ფარზე
გადაყვანილი და დაწყებული
გულ-ფილტვის რეანიმაცია,
ჩაედგა ვენის კათეტერი,
პაციენტი აიყვანეს
მონიტორზე, განხორციელდა
ტრაქეის ინტუბაცია.
მონიტორზე ფიქსირდებოდა
პარკუჭოვანი ფიბრილაცია,
მოხდა დეფიბრილატორის
გამოყენება და გფრ-ის
გაგრძელება, შეუჩერებლად
გრძელდებოდა პროტოკოლით
გათვალისწინებული
რეანიმაციული
ღონისძიებები.მე-3 შოკის
შემდეგ აღდგა სინუსური
რითმი, გუგები გახდა
მიოზური, ფორსმაჟორში
დაიწყო პაციენტის
გადაყვანა თბილისის
ერთ-ერთ კლინიკაში.
კლინიკის შესასვლელთან
მონიტორზე დაფიქსირდა
პარკუჭოვანი ტაქიკარდია
პულსით, ჩატარდა
სინქრონული კარდიოვერსია
და აღდგენილი სინუსური
რითმით შეყვანილ იქნა
კლინიკაში, სადაც პაციენტს
შესაბამისი გამოკვლევები
ჩაუტარდა და მკურნალობას
განაგრძობს.#გვეამაყებაექიმი
ვიქტორ ჭანკოტაძეუმცროსი
ექიმი მამუკა
ბაჟუნაიშვილიმძღოლი ანდრო
ჯაგოდნიშვილი#შენისიცოცხლისგადასარჩენად",
- წერს გვერდი "შენი
სიცოცხლის გადასარჩენად".