ქალაქის ტერიტორიაზე ვახდენთ 70-მდე შიდა გზის რეაბილიტაციას, მომავალ წელს დამატებით 80-ზე მეტ ქუჩაზე მოხდება ასფალტის საფარის დაგება - დავით კოდუა

Primetime.ge 3 თვის წინ 56
ქალაქის ტერიტორიაზე ვახდენთ 70-მდე შიდა გზის რეაბილიტაციას, მომავალ წელს დამატებით 80-ზე მეტ ქუჩაზე მოხდება ასფალტის საფარის დაგება - დავით კოდუა
„ქართული ოცნების“ ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატი დავით კოდუა მოქალაქებთან შეხვედრებს განაგრძობს. კოდუა ამჯერად მოსახლეობას კარდაკარის პრინციპით ზვიად გამსახურდიას გამზირსა და მიმდებარე კორპუსებში შეხვდა. დავით კოდუასთან ერთად შეხვედრებზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, ზუგდიდის მერი მამუკა წოიწერია და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები იმყოფებოდნენ.„დღეს კარდაკარის პრინციპით შეხვედრები ზუგდიდში, გამსახურდიას გამზირზე და მიმდებარედ მრავალბინიანი კორპუსების მოსახლეობასთან გავმართეთ.ქალაქის მასშტაბით მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განვახორციელე, განახლდა ქალაქის ცენტრი, ამჟამად მიმდინარეობს დადიანის ქუჩაზე არსებული კორპუსების სარეაბილიტაციო სამუშაოები, ასევე სამუშაობი ხორციელდება ფუნიკულიორის უბანში, სადაც ისტორიული კიბის და მიმდებარე ტერიტორიის მოწყობა მიმდინარეობს.ქალაქში განვახორციელეთ უმნიშვნელოვანესი პროექტები წყალმომარაგების, წყალარინების მიმართულებით. აღვადგინეთ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, „ქართუ ჯგუფმა“ მოახდინა ნიკოსეული სასახლის სრული რეაბილიტაცია, მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა მრავალბინიანი კორპუსების გადახურვის, ლიფტების, სადარბაზოების, მოედნების, საბავშვო სივრცეების მოწყობის მიმართულებით. ავაშენეთ და რეაბილიტაცია ჩავუტარეთ სკოლებს, საბავშვო ბაღებს, უნივერსიტეტის ბაზაზე ავაშენეთ პროფესიული სასწავლებლის კორპუსი, სტუდენტური საცხოვრებელი და ეს განხორციელებული პროექტების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.ჩვენი დევნილი მოსახლეობისთვის ავაშენეთ მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსები ბარამიას და თაბუკაშვილის ქუჩაზე, კომბინატის დასახლებაში კი, დაწყებული გვაქვს 1700 დევნილი ოჯახისთვის მრავალბინიანი კორპუსების მშენებლობა“ - აცხადებს დავით კოდუა.„ქართული ოცნების“ დელეგატობის კანდიდატი ყურადღებას ამახვილებს ქალაქის მასშტაბით მიმდინარე და დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზე:„ვაშენებთ და უახლოეს დღეებში დასრულდება პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელობის ბიბლიოთეკისა და ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა, ასევე დასკვნით ეტაპზეა სპორტკომპლექსის მშენებლობის სამუშაოები. ქალაქის ტერიტორიაზე ვახდენთ 70-მდე შიდა გზის რეაბილიტაციას, მომავალ წელს დამატებით 80-ზე მეტ ქუჩაზე მოხდება ასფალტის საფარის დაგება. მეორე სკოლის წინ აღვადგენთ ისტორიულ ბულვარს, მოვაწყობთ პიაცას, რომელიც ახალ სიცოცხლეს შესძენს ჩვენს ქალაქს.ზუგდიდის ინფრასტრუქტურის მიმართულებით ვგეგმავთ უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელებას. პროექტების შერჩევასა და პრიორიტეტების განსაზღვრაში მაქსიმალურად ჩართული იქნება ადგილობრივი მოსახლეობა. ზუგდიდი იქნება ახალგაზრდული ქალაქი, მეტი შესაძლებლობებით“ - აცხადებს დავით კოდუა.
სრულად წაიკითხეთ სტატია