ქათმის ბარკლები ისპანახის სოუსით – რეცეპტი

Alia 1 წელი წინ 151
ქათმის ბარკლები ისპანახის სოუსით – რეცეპტი
ისპანახის სოუსით ქათმის ბარკლების მოსამზადებლად დაგვჭირდება:
✔ 3 ცალი ბარკალი
✔ 5-6 პატარა ზომის კარტოფილი (რომელსაც წინასწარ მოვხარშავთ სანახევროდ)
✔ 300 მლ. რძე
✔ 1 ს.კ. ფქვილი
✔ 100-150 გრ. ისპანახის ფოთლები
✔ 2 კბილი ნიორი
✔ ზეითუნის ზეთი
✔ მარილი
✔ შავი პილპილი
✔ 1 ჩ.კ. ხმელი ხახვი
✔ 0.5 ჩ.კ. ნივრის ფხვნილი
✔ 1 ჩ.კ. პაპრიკა
✔ როზმარინის ტოტი
მარილი, პილპილი, პაპრიკა ნივრის ფხვნილი, ხმელი ხახვი და როზმარინი გადავურიოთ და მოვაყაროთ ბარკლებს, გადავაკრათ საკვების შესაფუთი ცელოფანი და მოვათავსოთ მაცივარში 30-40 წუთით.
ამასობაში ნახევრად მოხარშული კარტოფილი გავჭრათ ოთხად, მოვათავსოთ საცხობ ფორმაში, მოვაყაროთ მარილი, პილპილი და მოვასხათ ზეითუნის ზეთი. შევდგათ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე 15 წუთით.
დამარინადებული ბარკლები დავბრაწოთ ზეითუნის ზეთში, ორივე მხრიდან, 5-5 წუთით მაღალ ცეცხლზე.
იმავე ტაფაზე შევწვათ ნიორი, დავასხათ რძე, დავუმატოთ ფქვილი და მარილი. მოვშუშოთ და დავუმატოთ ისპანახის ფოთლები. ისპანახი რომ მოიწალება, მოვასხათ ჩვენი სოუსი ბარკლებისა და კარტოფილის მასას და შევდგათ კერძი ღუმელში 200 გრადუსზე 15-20 წუთით. ჩვენი სადილი მზადაა 😋
გემრიელად მიირთვით! ❤

The post ქათმის ბარკლები ისპანახის სოუსით – რეცეპტი appeared first on .

სრულად წაიკითხეთ სტატია