ფუტსალის 19-წლამდე ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება

News.ge 1 დღე წინ 4
ფუტსალის 19-წლამდე ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება

საქართველოს ფუტსალის 19-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე სათამაშოდ ემზადება.
ჩვენი გუნდი A ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მასპინძელ ლიეტუვას, გერმანიას და მალტას დაუპირისპირდება. მატჩები 22-25 იანვარს, ქალაქ დრუსკინინკაიში გაიმართება. საკვალიფიკაციო ეტაპიდან მეინ რაუნდის საგზურს ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს.
ბესარიონ არველაძის გაწვრთნილი საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ლიეტუვაში 21 იანვარს, 12 ფეხბურთელით გაემგზავრება.
ფუტსალის 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი, 28 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით, მოლდოვაში გაიმართება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: გიგი ლომაია (პსპ), ალექსანდრე ღარიბოვი (თსუ)
წინა ხაზი: თენგიზ პატარაია (ბეტისი თბილისი), ლუკა მიქაბერიძე (SL
აკადემია), ნიკოლოზ გოგოხია (SL აკადემია), გიორგი აირაპეტიანი (SL აკადემია), დავით წერეთელი (SL აკადემია), დაჩი ცალუღელაშვილი (ინტერის აკადემია), ილია გოგოხია-ხატისკაცი (SL აკადემია), ნიკა ქარცივაძე (თსუ), ლევან გუგუციძე (SL აკადემია), მოსე ჩიქოვანი (ბსსა)
მატჩების განრიგი
22 იანვარი | საქართველო – გერმანია | 18:30
23 იანვარი | მალტა – საქართველო | 18:30
25 იანვარი | ლიეტუვა – საქართველო | 21:30
nakrebi.ge

სრულად წაიკითხეთ სტატია