საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის მეორე მატჩი საფრანგეთის წინააღმდეგ გამართა. ორლეანში ჩატარებული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 5:2 დასრულდა. ჩვენი გუნდის რიგებში გოლები გიორგი ღავთაძის და ნიკოლოზ გაბრიჩიძის ანგარიშზეა.
ორი ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრები 3 ქულით მეორე ადგილს კოსოვოს ნაკრებთან იყოფს, რომელიც ჩვენმა გუნდმა პირველ ტურში 3:0 დაამარცხა. მეორე ტურის შეხვედრაში კოსოვომ ბულგარეთს 6:2 სძლია.
მეინ რაუნდის მომდევნო თამაშებს საქართველოს ნაკრები ბულგარეთის წინააღმდეგ, 31 იანვარს საკუთარ მოედანზე, ხოლო 4 თებერვალს – სტუმრად გამართავს.
nakrebi.ge