ფუტსალი | ნაკრები ლატვიასთან მატჩებისთვის ემზადება

News.ge 1 თვე წინ 57
ფუტსალი | ნაკრები ლატვიასთან მატჩებისთვის ემზადება

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ლატვიასთან ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება.
ავთანდილ ასათიანის გუნდი ევრო 2026-ის თანამასპინძელ ნაკრებთან ამხანაგურ მატჩებს 6 და 7 ნოემბერს გამართავს. მატჩისწინა ვარჯიში საქართველოს ნაკრებმა 5 ნოემბერს, თამაშების მასპინძელ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართა.
მოახლოებული მატჩების შესახებ შესახებ ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა და ჩვენი გუნდის კაპიტანმა, ირაკლი თოდუამ ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე დასკვნითი ამხანაგური მატჩების მნიშვნელობას.
ავთანდილ ასათიანი (ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ბოლო საკონტროლო მატჩები გვაქვს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დაწყებამდე. ვფიქრობ, ეს
ორი თამაში ძალიან გამოგვადგება, რომ დავინახოთ ჩვენი პლიუსები და მინუსები. ამ მომენტისთვის ნაკრებმა ექვსი ამხანაგური ჩაატარა, რასაც ლატვიასთან ორი თამაში დაემატება. ეს ძალიან გვეხმარება შეთამაშებაში. ბიჭები ძალიან მოტივირებულები არიან. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ და დეკემბრის მატჩებს საუკეთესო ფორმაში შევხვდეთ”.
ირაკლი თოდუა (ფუტსალის ნაკრების წევრი): “ლატვიასთან თამაშებისთვის მზად ვართ. ვეცდებით, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეს მატჩები კოსოვოსთან და საფრანგეთთან თამაშებისთვის მოსამზადებლად. ნაკრების ფორმით თამაში უდიდესი პატივი და სიხარულია. ნაკრების კაპიტნის რანგშიც, როგორც ყოველთვის, მაქსიმუმს გავაკეთებ მეც და გუნდის თითოეული წევრი ჩვენი ქვეყნისთვის ყველაფერს გავიღებთ”.
nakrebi.ge

სრულად წაიკითხეთ სტატია