საქართველოში უცხოელის
მიერ დასაქმების უფლების
დარღვევაზე ფულადი
ჯარიმები იქნება
გათვალისწინებული.
შესაბამისი ცვლილებები
„შრომითი მიგრაციის
შესახებ“ კანონში
შედის.ცვლილებების
მიხედვით, ადგილობრივ
დამსაქმებელთან შრომითი
იმიგრანტის მიერ შრომითი
საქმიანობის უფლების
გარეშე შრომითი
საქმიანობა ადგილობრივი
დამსაქმებლისთვის
(თითოეულ შრომით
იმიგრანტზე
ინდივიდუალურად) –
გამოიწვევს დაჯარიმებას – 2
000 ლარის ოდენობით. ასევე,
2000-ლარიანი ჯარიმა იქნება
გათვალისწინებული
თვითდასაქმებული უცხოელის
მიერ შრომითი საქმიანობის
უფლების გარეშე შრომით
საქმიანობაზეც. იმ
შემთხვევაში, თუ ამ
მუხლების რამდენჯერმე
დარღვევა მოხდება, ორმაგი
და სამმაგი ჯარიმა იქნება
გათვალისწინებული.ზემოთ
აღნიშნულის გარდა,
ცვლილებებით, შრომის
ინსპექციის
საქმიანობისთვის ხელის
შეშლა ან უცხოელის
საიდენტიფიკაციო
დოკუმენტაციის
წარუდგენლობა ადგილობრივი
დამსაქმებლის შემთხვევაში
გამოიწვევს – წინა
კალენდარული წლის
მიხედვით 100 000 ლარამდე
შემოსავლის მქონე
ფიზიკურიპირის
დაჯარიმებას 1 000 ლარის
ოდენობით; წინა
კალენდარული წლის
მიხედვით 100 000 ლარის ან 100 000
ლარზე მეტი შემოსავლის
მქონე ფიზიკური პირის
დაჯარიმებას 2 000 ლარის
ოდენობით; დღგ-ის
გადამხდელად
რეგისტრირებული პირის
(გარდა ფიზიკური პირის),
რომლის მიერ წინა უწყვეტი 12
კალენდარული თვის
განმავლობაში
განხორციელებული, დღგ-ით
დასაბეგრი ოპერაციების
საერთო თანხა 100 000 ლარს არ
აღემატება, დაჯარიმებას 2 000
ლარის ოდენობით; დღგ-ის
გადამხდელად
რეგისტრირებული პირის
(გარდა ფიზიკური პირისა),
რომლის მიერ წინა უწყვეტი 12
კალენდარული თვის
განმავლობაში
განხორციელებული, დღგ-ით
დასაბეგრი ოპერაციების
საერთო თანხა აღემატება 100 000
ლარს, მაგრამ არ აღემატება
500 000 ლარს, დაჯარიმებას 5 000
ლარის ოდენობით; დღგ-ის
გადამხდელად
რეგისტრირებული პირის
(გარდა ფიზიკური პირისა),
რომლის მიერ წინა უწყვეტი 12
კალენდარული თვის
განმავლობაში
განხორციელებული, დღგ-ით
დასაბეგრი ოპერაციების
საერთო თანხა 500 000 ლარს
აღემატება, დაჯარიმებას 7 000
ლარის ოდენობით;
ნებისმიერი სხვა
დამსაქმებლის, მათ შორის,
იმ პირის, რომელიც
რეგისტრირებული არ არის
დღგ-ის გადამხდელად (გარდა
ფიზიკური პირისა),
დაჯარიმებას 1 000 ლარის
ოდენობით.
თვითდასაქმებული უცხოელის
შემთხვევაში – გამოიწვევს
დაჯარიმებას 5 000 ლარის
ოდენობით.კანონპროექტით
განისაზღვრება,
რომშრომითი იმიგრანტის
მიერ ადგილობრივი
დამსაქმებლის ან
თვითდასაქმებულიუცხოელის
მიერ შრომითი/სამეწარმეო
საქმიანობის ცვლილება,
რომელზეც გაცემულია
შრომითი საქმიანობის
უფლება, ამ უფლების
განახლების გარეშე, ამ
შრომითი იმიგრანტისთვის –
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000
ლარის ოდენობით.პროექტით
კონკრეტდება, რომ თუ ამ
მუხლის დარღვევა
რამდენჯერმე მოხდება,
გათვალისწინებული იქნება
ჯარიმა ორმაგი და სამმაგი
ოდენობით.