ფლანგვის დეტექტორი: სანიკიძის გადეპუტატებიდან 5 თვეში შპს “ვიქტორ სანიკიძის კალათბურთის აკადემიას” სახ. ქონება 50 წლით უსასყიდლოდ გადაუფორმეს
3 თვის წინ
16

2020 წელს პარლამენტარმა სპორტსმენმა ვიქტორ სანიკიძემ კომპანია შპს ვიქტორ სანიკიძის კალათბურთის აკადემია დააარსა.

დაარსებიდან 9 თვეში და სანიკიძის პირველი ვადით პარლამენტარობიდან 5 თვეში კომპანიამ სახელმწიფოსგან სპორტული კომპლექსი უფასოდ მიიღო.

კომპანიას 50 წლით გადასცეს 12,858 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწა და მასზე განთავსებული 6,481 კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობა.

შენობა თბილისში, საბურთალოს რაიონში, დიღმის სასწავლო-საცდელი მეურნეობის დასახლებაში მდებარეობს.
-
მთავარი გვერდი
-
სპორტი
- ფლანგვის დეტექტორი: სანიკიძის გადეპუტატებიდან 5 თვეში შპს “ვიქტორ სანიკიძის კალათბურთის აკადემიას” სახ. ქონება 50 წლით უსასყიდლოდ გადაუფორმეს