ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - შეშფოთებული ვარ საქართველოში არსებული ვითარებით, ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ

Primetime.ge 3 თვის წინ 19
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - შეშფოთებული ვარ საქართველოში არსებული ვითარებით, ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ
ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოში არსებული ვითარებით. ახლა მე ასევე შემიძლია, ვისაუბრო, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარემ, ეუთო-მ ოდირის მეშვეობით გასულ წელს გამოაქვეყნა ანგარიში არჩევნების შესახებ და ასევე რეკომენდაციები, რომლებიც ძირითადად ახალი არჩევნების ჩატარებას ითვალისწინებს, – ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა განაცხადა.მისი თქმით, ფინეთი გმობს ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.„პირველ რიგში, ჩვენ ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რადგან ეს მიუღებელია ნებისმიერ თავისუფალ საზოგადოებაში. მეორე საკითხია, რა თქმა უნდა, ის, რომ თუ გსურთ, დარჩეთ სანდო დემოკრატიად, მაშინ თქვენ უნდა შეინარჩუნოთ სანდოობა ისეთი არჩევნების ორგანიზებით, რომლებიც ნამდვილად გაითვალისწინებს ხალხის აზრს“, – განაცხადა მინისტრმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე.
სრულად წაიკითხეთ სტატია