ფინანსთა მინისტრი ლაშა
ხუციშვილი შეხვდა მსოფლიო
ბანკის ტრანსპორტის
მიმართულების
ხელმძღვანელს ევროპისა და
ცენტრალური აზიის
რეგიონში, შომიკ
მენდირატას, რომელიც
საქართველოში სამუშაო
ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის
მიზანია ტრანსპორტის
სექტორში არსებული და
პოტენციური პარტნიორობის
განხილვა.ფინანსთა
სამინისტროში გამართულ
შეხვედრაზე მხარეებმა
ისაუბრეს მსოფლიო ბანკსა
და საქართველოს
თანამშრომლობის
საკითხებზე. ყურადღება
გამახვილდა საინვესტიციო
პროექტებზე საგზაო,
სარკინიგზო და
სატრანსპორტო
გადაზიდვების
მიმართულებებით.ხაზი
გაესვა მიმდინარე და
დაგეგმილი პროექტების
მნიშვნელობას
აღმოსავლეთ-დასავლეთის
ჩქაროსნული მაგისტრალის
მშენებლობისა და შუა
დერეფნის სატრანზიტო
პოტენციალის
გათვალისწინებით.შეხვედრას
დაესწრნენ ფინანსთა
მინისტრის მოადგილე
ეკატერინე გუნცაძე და
მსოფლიო ბანკის რეგიონული
დირექტორი სამხრეთ
კავკასიაში, როლანდ პრაისი.