ჭავჭავაძის სამგზირსა და
ვარაზისხევის
დამაკავშირებელი
გზაჯვარედინი ისევ
პარალიზებულია. გაშლილია
კარვები - ადგილზე რჩებიან
ოპოზიციური პარტიების
ლიდერები. ხელახალი
არჩევნების მოთხოვნით,
პროტესტის ახალ ფორმას
გუშინ საღამოს მიმართეს -
დაანონსდა, რომ
გზაჯვარედინის ბლოკირება 24
საათი გაგრძელდებოდა- ეს
დრო საღამოს 8 საათზე
იწურება."საღამოს 7 საათზე,
სადაც უკვე შემდგომ
ნაბიჯებზე ჩვენ - ოპოზიციის
წარმომადგენლები, უფრო
სწორედ პოლიტიკური
პარტიების იმიტომ, რომ
ოპოზიცია აღარ ვართ, ესეც
უნდა ვიცოდეთ. ოპოზიცია
არის ის ხალხი, ვინც
თვითმარქვიაა", - აცხადებს
"ერთიანობა - ნაციონალური
მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი
გიორგი ვაშაძე."კოალიცია
ცვლილებისთვის - გვარამია,
მელია, გირჩი, დროას"
ერთ-ერთი ლიდერი ელენე
ხოშტარია ამბობს, რომ 19:00
საათზე დაგეგმილია
შეკრება, სადაც პროტესტის
სამომავლო გეგმები
გახდება ცნობილი."ჩვენ
დავიწყეთ წინააღმდეგობის
მოძრაობა. ეს არ არის ერთ
დღიანი, ეს არ არის
2-3-საათიანი. ჩვენ ფეხს არ
მოვიცვლით აქედან. 19:00
საათზე უბრალოდ
მოვუწოდებთ საზოგადოებას,
რომ დიდი შეკრება
გავაკეთოთ, რომ გაგაცნოთ
შემდეგი გეგმები", -
აცხადებს ელენე ხოშტარია.