ფაქტები აჩვენებს, რომ ოპოზიცია, მათი მოკავშირე არასამთავრობო ორგანიზაციები იმ გატკეპნილ გზაზე დადიან, რომელიც მათ არაერთხელ გაუვლიათ - შალვა პაპუაშვილი

Primetime.ge 2 თვის წინ 56
ფაქტები აჩვენებს, რომ ოპოზიცია, მათი მოკავშირე არასამთავრობო ორგანიზაციები იმ გატკეპნილ გზაზე დადიან, რომელიც მათ არაერთხელ გაუვლიათ - შალვა პაპუაშვილი
ფაქტები აჩვენებს, რომ ოპოზიცია, მათი მოკავშირე არასამთავრობო ორგანიზაციები იმ გატკეპნილ გზაზე დადიან, რომელიც მათ არაერთხელ გაუვლიათ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.„ამიტომაც გავიხსენე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ე.წ. სკანდალის წარმოდგენა, თითქოს ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვა ხდებოდა. გემახსოვრებათ მედიის წარმომადგენლებს, ასევე საზოგადოებას, რომ ამაზე შემდეგ სიტყვა ვეღარ დააცდევინა ვერც პროკურატურამ და ვერც მედიამ, რათა ეთქვათ, რა მტკიცებულებები ჰქონდათ. რა თქმა უნდა, მაშინაც მიზანი იყო საზოგადოებაში პანიკის შექმნა, რათა გავლენა მოეხდინათ საარჩევნოდ აზრის ფორმირებაზე“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია