ფაბრეგასის “კომოს” ზამთარში შესაძლოა, კიდევ ერთი ცნობილი ფეხბურთელი შეუერთდეს
“კომოს” მთავარი მწვრთნელის სესკ ფაბრეგასის განცხადებით, მის გუნდს ზამთარში შესაძლოა, კიდევ ერთი ცნობილი ფეხბურთელი შეუერთდეს.
როგორც ესპანელმა დამრიგებელმა აღნიშნა, ის 28 წლის ინგლისელ შემტევ დელე ალის შეხვდა და შესაძლოა, მან იტალიურ გუნდთან ვარჯიში შობის შემდეგ დაიწყოს.
ფაბრეგასის თქმით, თუ დელე ფორმას აღიდგინებს და შეთანხმება შედგება, კონტრაქტსაც გაუფორმებენ. შეგახსენებთ, რომ ალის ბოლო კლუბი “ბეშიქთაში” იყო და ის 2023 წლის თებერვლის შემდეგ მოედანზე არ გამოჩენილა.