უხვმა ნალექმა სამეგრელოში პრობლემები შექმნა - დაზიანებულია საფეხმავლო ხიდი

Primetime.ge 2 კვირის წინ 36
უხვმა ნალექმა სამეგრელოში პრობლემები შექმნა - დაზიანებულია საფეხმავლო ხიდი
უხვმა ნალექმა სამეგრელოში პრობლემები შექმნა.ქალაქ ზუგდიდში ადიდებულმა მდინარე ჩხოუშიამ ჩაიკოვსკის ქუჩაზე საფეხმავლო ხიდი დააზიანა.ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში დაიტბორა საცხოვრებელი სახლის პირველი სართული და საკარმიდამო ნაკვეთები, დაზიანდა ხიდბოგირები.ადგილზე არსებულ ვითარებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია გაეცნენ.სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს შესაბამისი კომისია დაადგენს.ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა წალენჯიხაშიც.სტიქიამ ნაგურუს უბანში ხვიჩავების საცხოვრებელი სახლი დააზიანა.უხვი ნალექის შედეგად სახლის ერთ-ერთი საყრდენი კედელი ჩამოინგრა, რაც საძირკვლის დაზიანებამ გამოიწვია. ადგილზე ვითარებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია გაეცნო.ასევე მთლიანად დაიტბორა წალენჯიხაში,სოფელ ობუჯის გზაზე სარიას ქუჩა.ადგილზე შექმნილია საკოორდინაციო შტაბი.
სრულად წაიკითხეთ სტატია