პარლამენტში, დღეს პირველი
მოსმენით კენჭს უყრიან
უცხოური აგენტების
რეგისტრაციის აქტს. მას
შემდეგ, რაც პარლამენტი
ინიციატივას მიიღებს,
გაუქმდება "უცხოური
გავლენის გამჭვირვალობის
შესახებ" კანონი."ქართულ
ოცნებაში" აცხადებენ, რომ
მთავარი მიზანი გარე
ჩარევებისგან დაცვაა,
ქვეყანაში შემოსული
ფინანსების გამჭვირვალობა
კი აუცილებელია.დღესვე
პარლამენტმა პირველი
მოსმენით უნდა განიხილოს
ცვლილებები "მაუწყებლობის
შესახებ" კანონშიც.
მმართველ გუნდში
განმარტავენ, რომ
რეგულირება ბრიტანული
სტანდარტით მოხდება.
მთავარი მიზანი კი
ბალანსია გამოხატვის
თავისუფლებასა და
ადამიანის სხვა უფლებებს
შორის."დიდ ბრიტანეთში
მოქმედებს რეგულაციები
მედიასთან დაკავშირებით.
თუ ვინმეს აქვს პრობლემა და
თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ეს
არის ცუდი კანონები და
კანონმდებლობა, მაშინ
მიმართონ ბრიტანეთს
ხელისუფლებას.
შესაბამისად, თუ
ბრიტანეთში კარგად
მოქმედებს ეს მედია
რეგულაციები,
საქართველოშიც აუცილებლად
იმოქმედებს, იმიტომ რომ
შეეჩვევა ყველა
ტელეკომპანია, რომ
სიმართლე უნდა მოაწოდოს
ადამიანებს და თუ ტყუილს
მიაწვდის, პასუხიც უნდა
აგოს. ჩვენ როგორც
დავაანონსეთ, მხარს
დავუჭერთ ფარას კანონის
ერთი ერთში გადმოტანას,
მიუხედავად იმისა, რომ ორი
წლის წინ ჩვენ ხალხის ძალამ
დავაინიცირეთ და მაშინ
მაინც იქნა არჩეული უფრო
ლიბერალური კანონის
მიღება, გამჭვირვალობის
კანონს ვგულისხმობ. დღეს
უკვე რეალურად მხარს
დავუჭერთ „ქართული
ოცნების“ ამ ინიციატივას,
გამომდინარე იქიდან, რომ
აღარ დარჩეს არანაირი
სპეკულაციების ველი. ფარას
კანონის მიხედვით, როგორც
ეს ამერიკაში ხდება, იქნება
დაცული სახელმწიფო იმ
უცხოური თანხების
გადმორიცხვისგან, რომელიც
არის მიმართული
სახელმწიფოს წინააღმდეგ.
ეს მარტო თეორიის დონეზე კი
არ არის დამტკიცებული,
პრაქტიკულად დაამტკიცა
შეერთებული შტატების
პრეზიდენტმა ამ
უსაფრთხოების
აუცილებლობა," - აცხადებს
გურამ მაჭარაშვილი.