ჩვენ ვაკვირდებით
მოვლენების განვითარებას,
როგორ მშვიდობიანად
მოახდინა პოლიციამ დღეს
ქალაქის პიკეტირების
აღკვეთა. ამას აკვირდებიან
ჩვენი საერთაშორისო
პარტნიორები, ის ელჩები,
რომლებიც აქ არიან
წარმოდგენილები, რომლებიც
დესტრუქციული
განცხადებებით
გამოირჩევიან და არ ვიცი
როდის აპატიებს ჩვენი
მოსახლეობა მათ ამ
ქმედებას, - განაცხადა
გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების
საპარლამენტო კომიტეტის
თავმჯდომარემ მაია
ბითაძემ „ქრონიკასთან“
სატელეფონო
საუბრისას.„იმას, რისკენაც
გვიბიძგებენ, ეს კიდევ
მეორე საკითხია, მაგრამ
მათი უკვე არსებული
რეაქციები ცხადყოფს იმას,
რომ მათაც ძალიან კარგად
იციან თუ როგორ
მშვიდობიანად და როგორ
სრულფასოვნად ჩატარდა 26
ოქტომბრის არჩევნები, იმ
მცირე გადაცდომებით,
რომელიც არა თუ ქართული
არჩევნებისთვის იყო ადრე
დამახასიათებელი, არამედ
დამახასიათებელია
არჩევნებისთვის მთელს
დემოკრატიულ
სამყაროში.უცხოელმა
პარტნიორებმაც ძალიან
კარგად იციან რეალობა რაც
არის და „ბოლო
გაფართხალება“, რასაც ახლა
ჩვენ ვუყურებთ
რადიკალების მხრიდან, დიდი
იმედი მაქვს რომ არ იქნება
აქტიურად მხარდაჭერილი,
გარდა იმ რადიკალური
ძალებისა მათ შორის
ევროკავშირის მხრიდან,
ინდივიდუალურ პერსონებს
ვგულისხმობ, რომლებიც
საკუთარ ქვეყანაშიც კი
გარიყულები არიან უკვე
პოლიტიკურად.მე ძალიან
დიდი იმედი მაქვს, რომ
ევროკავშირში საღი აზრი
საბოლოოდ გაიმარჯვებს
იმიტომ, რომ ამ ადამიანებს
ჩვენთან ერთად მოუწევთ
მუშაობა. მათ ძალიან კარგად
იციან „ქართული ოცნება“
რამდენს აკეთებს
ევროინტეგრაციის გზაზე,
მაგრამ იმის პარალელურად,
რომ ამ ქვეყანაში მშვიდობა
უნდა იქნეს შენარჩუნებული
და საქართველო ამ ძალიან
რთულ გეოპოლიტიკურ
ვითარებაში არ უნდა იქნეს
გამოყენებული როგორც
სათამაშო ბურთი რომელიმე
სხვა დიდი გეოპოლიტიკური
მოთამაშეებისთვის. ჩვენ აქ
არ გვინდა ის სცენარი, რაც
უკრაინაში უკვე
დაატრიალეს და ახლა
ვხედავთ საერთაშორისო
დონეზე რა ხდება.
მაქსიმალური ესკალაცია
ხდება უკრაინაში
მოვლენების.მოვუწოდებ
ახალგაზრდებს და მათ
მშობლებს, რომ კარგად
დაფიქრდნენ სად
მდებარეობს გეოგრაფიულად
საქართველო, რა
გამოწვევების წინაშე ვართ
და რის შენარჩუნებას
ცდილობს „ქართული ოცნება“.
მე არაერთხელ მითქვამს, რომ
„ქართული ოცნება“
შეიძლება მოგწონდეს ან არ
მოგწონდეს, მაგრამ თავი ისე
როგორ უნდა მოატყუებინო
ვინმეს, რომ რომ ეს პარტია
არ არის ევროინტეგრაციის
მომხრე, როდესაც სწორედ
მისი დამსახურებაა ყველა
სიკეთე, რაც
ევროინტეგრაციის გზაზე
გვაქვს მოპოვებული,
კანდიდატის სტატუსის
ჩათვლით“, - აღნიშნა მაია
ბითაძემ.აქციის
მონაწილეები „იმედის“
გადამღებ ჯგუფს
პროფესიული საქმიანობის
განხორციელებაში ხელს
უშლიან.გამთენიისას,
შინაგან საქმეთა
სამინისტრომ განცხადება
გაავრცელა, სადაც აქციის
მონაწილეებს მოუწოდა,
გაათავისუფლონ ჭავჭავაძის
გამზირისა და
ვარაზისხევის მიმდებარე
ტერიტორია ხელოვნურად
აღმართული
კონსტრუქციებისგან და
პროტესტი გამოხატონ
კანონით დადგენილ
ფარგლებში.ამის შემდეგ
სამართალდამცველებმა
ჭავჭავაძის გამზირისა და
ვარაზისხევის მიმდებარე
ტერიტორიიდან კარვები და
ის ტრანსპორტი გაიტანეს,
რომლითაც აქციის
მონაწილეებს გზის სავალი
ნაწილი ჰქონდათ ჩახერგილი.
დასუფთავების სამსახურის
თანამშრომლებმა კი
ტერიტორია მოაწესრიგეს,
ხოლო აქციის მონაწილეებმა
მელიქიშვილის გამზირზე
გადაინაცვლეს.ვარაზისხევში
რადიკალური ოპოზიციის
მომხრეებმა კარვების
გაშლა კვირას გვიან ღამით
დაიწყეს. „კოალიცია
ცვლილებებისთვის“
ლიდერებმა
მხარდამჭერებთან ერთად
ვარაზისხევი, ჭავჭავაძისა
და მელიქიშვილის გამზირი,
ასევე კეკელიძის ქუჩა
გადაკეტეს და 24-საათიანი
უწყვეტი პროტესტი
დააანონსეს. თსუ-ის
მიმდებარედ, ცენტრალურ
სავალ გზაზე კი კარვები
გაშალეს - სულ, დაახლოებით,
30-მდე კარავი.