უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის შეუსრულებლობისთვის „ქართული ოცნება“ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აწესებს

Civil Georgia 1 თვე წინ 19
უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის შეუსრულებლობისთვის „ქართული ოცნება“ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აწესებს

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3552 მუხლში ახალი ცვლილებები დაინიცირდა „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევასთან დაკავშირებით. შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით, „საქართველოს კანონით „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“ გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 5 წლამდე“. ჯარიმის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით არ არის განსაზღვრული. კანონპროექტი „ქართული ოცნების“ პარლამენტში მიმდინარე კვირის დასაწყისში შევიდა.  

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა წესდება „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის.

„ქართულმა ოცნებამ“ ახალი საკანონმდებლო ინიციატივა „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“ დაარეგისტრირა, რომელიც განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს 24 თებერვალს გადაეცა.

კანონი აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) სიტყვასიტყვით ნათარგმნს წარმოადგენს და აშშ-ისთვის სპეციფიკურ ისეთ ტერმინებს შეიცავს, როგორიცაა „კონგრესი“, „კონგრესის ბიბლიოთეკა“, „სახელმწიფო დეპარტამენტი“, „აშშ-ის პრეზიდენტი“ და სხვა. „ქართული ოცნების“ პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ტაბატაძემ განაცხადა, რომ „კანონის აღსრულების პროცესში მონაწილე სახელმწიფო ორგანოები და თანამდებობის პირები, რომლებიც აშშ-ში არის ამ კანონისთვის გათვალისწინებული, ქართულ რეალობასთან ერთგვარად შეუსაბამოა“.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია