უცხოელებისგან კორუფციის
საკითხებზე მორალისტობის
ფონზე კიდევ უფრო მძიმე
მოსასმენია ის კითხვები,
რომლებზე ფიქრიც ომში
მყოფი ქვეყნის
ხელმძღვანელს უწევს, – ამის
შესახებ საქართველოს
პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
„ფეისბუქიის“ გვერდზე
წერს და უკრაინის
პრეზიდენტის, ვოლოდიმირ
ზელენსკის ინტერვიუს
ეხმაურება.„არ ვიცი,
ინტერვიუში ნახსენები
სატვირთო თვითმფრინავები
იგივე თვითმფრინავებია თუ
არა, ომის დაწყების პირველ
დღეებში საქართველოს
მოქალაქეების ომში
გაშვების მოთხოვნით
ზელენსკი რომ გვიგზავნიდა,
მისი ერთგული „ენჯეოები“
და ოპოზიცია კი ჩვენს უარს
მაშინაც პარლამენტის წინ
ხმაურით აპროტესტებდნენ,
მაგრამ ფაქტია, რაშიც
ნამდვილად უნდა
გამოეყენებინა ეს
თვითმფრინავები, ამის
საშუალება მას არც მისცეს
და საყვედურიც არ
ათქმევინეს“, – წერს შალვა
პაპუაშვილი.