თოვის გამო
შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის
საავტომობილო გზის კმ185-კმ192
(უშგული-ლასდილი)
მონაკვეთზე აკრძალულია
ყველა სახის
ავტოტრანსპორტის
მოძრაობა, – ამის შესახებ
ინფორმაციას საქართველოს
რეგიონული განვითარებისა
და ინფრასტრუქტურის
სამინისტროს საავტომობილო
გზების დეპარტამენტი
ავრცელებს.უწყების ცნობით,
კმ101-კმ184 (ლახამულა-უშგული)
მონაკვეთზე აკრძალულია
მისაბმელიანი,
ნახევრადმისაბმელიანი და 30
ადგილზე მეტი ტევადობის
ავტობუსების
გადაადგილება, ხოლო
დანარჩენი სახის
ავტოტრანსპორტის მოძრაობა
თავისუფალია.როგორც
საავტომობილო გზების
დეპარტამენტის
ინფორმაციაშია აღნიშნული,
ავტოტრანსპორტის
გადაადგილება
თავისუფალია
ზუგდიდი-ლახამულას
მონაკვეთზე.