„უტი, ენატრები შენს ორ ბიჭს სიგიჟემდე...“...“ - მტკვარში დაღუპული ბიჭის მეუღლე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

Primetime.ge 1 დღე წინ 4
„უტი, ენატრები შენს ორ ბიჭს სიგიჟემდე...“...“ - მტკვარში დაღუპული ბიჭის მეუღლე ემოციურ პოსტს აქვეყნებს
მტკვარში დაღუპული უტა ელიავას მეუღლე, გვანცა გოროზია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „ჩვენი სიყვარული უსასრულო იყო. უტა გაცნობის დღიდან სიგიჟემდე მიყვარდა. მის გარეშე წუთი, წამი არ შემეძლო. სადმე თუ წავიდოდა სულ ვურეკავდი და ვწერდი, სად ხარ მალე მოდი-თქო.ახლა ვის მივწერო ვის დავურეკო. ახლა უსასრულოდ უნდა გელოდო? სიკვდილის აღარ მეშინია. იქ შენ მელოდები ჩემო ერთადერთო.ვინც მოგისპო ცხოვრება იმან უნდა ისუნთქოს და შენ მიწაში უნდა იყო? ამაზე გამეცით პასუხი, უტი ენატრები შენს ორ ბიჭს სიგიჟემდე...“ცნობისთვის, 14 მაისის ღამეს, თბილისში დატრიალებულმა ტრაგედიამ საზოგადოება შეძრა – ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, მტკვარში გადავარდა ავტომობილი, რომელშიც 4 ახალგაზრდა იმყოფებოდა. ორი მგზავრის ცხედარი მეორე დღეს იპოვეს.10-დღიანი ძებნის შემდეგ, 24 მაისს, მტკვარში, ავარიის შედეგად გადავარდნილი მანქანის კიდევ ერთი მგზავრის, გიორგი შამუგიას ცხედარი იპოვეს.მომხდარი შემთხვევიდან მალევე, მაშველებმა წყლიდან ერთი მოქალაქე ამოიყვანეს.
სრულად წაიკითხეთ სტატია