„ლუზერი რევანშისტები
ცდილობენ, რომ როგორმე
წარმოაჩინონ ერთ-ერთი
უმთავრესი საერთაშორისო
დამკვირვებლის დასკვნა
"შავ ფერებში", მაგრამ ამაოა
მათი აქტივობა”- წერს
ანალიტიკოსი გია აბაშიძე
ეუთო/ოდირის საბოლოო
დასკვნაზე ოპოზიციის
შეფასებებზე.აბაშიძის
თქმით, პარლამენტის
თავმჯდომარემ, შალვა
პაპუაშვილმა ხაზგასმით
აღნიშნა, რომ ეუთო/ოდირმა
ოპოზიციის 5 მთავარი ტყუილი
ამხილა. “უსახურ
რადიკალებს ახასიათებთ
დეზინფორმატორობა-მანიპულატორობა
და წაკითხულის, მაგალითად,
ეუთო/ოდირის საბოლოო
ანგარიშის გააზრებაც,
პოლიტიკური ჟამიანობის
ბოლო სტადიაში არიან.
ლუზერი რევანშისტები
ცდილობენ, რომ როგორმე
წარმოაჩინონ ერთ-ერთი
უმთავრესი საერთაშორისო
დამკვირვებლის დასკვნა
"შავ ფერებში", მაგრამ ამაოა
მათი აქტივობა.ეუთო/ოდირის
ანგარიშს, ევროსაბჭოს
გენმდივნის მოხსენებას
ორიგინალში წაიკითხავენ
დასავლელი ლიდერები და
შეხვდებიან დოკუმენტების
ავტორებს. Deep state-ის მსახურნი
დამახინჯებულად [დროებით]
წარმოაჩენენ, ხოლო საღად
მოაზროვნე წონადი
აქტორები რეალობას კვლავ
დაინახავენ - საქართველოში
ჩატარდა თავისუფალი და
კონკურენტული არჩევნები,
მისი ე.წ. არალეგიტიმაცია
კი ანტიქართული ძალების
ინტერესებშია.
პარლამენტის
თავმჯდომარემ, შალვა
პაპუაშვილმა ხაზგასმით
აღნიშნა, რომ ეუთო/ოდირმა
ოპოზიციის 5 მთავარი ტყუილი
ამხილა, კერძოდ: - სრულად
დაიმსხვრა რადიკალური
პარტიების, "ნაცენჯეოებისა"
და ანტიკონსტიტუციური
სალომე ზურაბიშვილის ცრუ
ნარატივი საზღვარგარეთ ე.წ.
"გაუხსნელ უბნებზე".
მართლაც გამანადგურებელია
მათთვის, რომ ეუთო/ოდირს ეს
საკითხი არათუ
პრობლემურად, საერთოდ
ნახსენებიც კი არ აქვს. - არც
პირდაპირ და არც ირიბად
ანგარიშში არ წერია ე.წ. "300 000
გაყალბებულ ხმაზე" და რაღაც
"კარუსელებზე". - სიების
დუბლირება გამოირიცხა
ამერიკული კომპანიის მიერ
ჩატარებული დამოუკიდებელი
აუდიტის დასკვნითაც და
ეუთო/ოდირის ანგარიშითაც,
შესაბამისად 1 პირადობით
მრავალჯერ ხმის მიცემა
ბოდვაა. - ანგარიშმა არათუ
დაადგინა, ეჭვის დონეზეც კი
არ აქვს გამოთქმული რაიმე
ვარაუდი არჩევნებში
რუსეთის ჩარევასთან
დაკავშირებით.
შესაბამისად, პარაზიტი
სალომე ზურაბიშვილის ეს
ბრიყვული ბრალდება
მოლდოვის არჩევნების
კონტექსტშია უფრო
აქტუალური, ვიდრე
საქართველოში. - ანგარიშის
თანახმად, დაკვირვებების 94%
მარკირების მეორე მხარეს
გამოჩენის შემთხვევა
საერთოდ არ დაფიქსირებულა.
დაკვირვების მხოლოდ 6%-ში
მათ მართალია დააფიქსირეს
მარკირების მეორე მხარეს
გამოჩენის შემთხვევა,
თუმცა, ამას მხოლოდ
პოტენციურად შეეძლო
ფარულობის დარღვევა.
გამოდის, რომ ე.წ. "გაჟონვა"
არა ბიულეტენებშია, არამედ
პოლიტიკური ინსულტი
ნაცრადიკალებშია.”- წერს
გია აბაშიძე.