მართლწესრიგისა და
უსაფრთხოების დაცვისთვის
აუცილებელია, რომ
საპროტესტო აქციაზე
სახედაფარული პირების
სიარული აიკრძალოს, – ამის
შესახებ პარლამენტის
ვიცე-სპიკერმა, ნინო
წილოსანმა
განაცხადა.წილოსანის
თქმით, ნიღბებთან
დაკავშირებით
საკანონმდებლო ცვლილებები
ასევე მიღებული აქვს
რამდენიმე ევროპულ
ქვეყანას.„ნიღბებთან
დაკავშირებით რამდენიმე
ევროპულმა ქვეყანამ,
გამოწვევებიდან
გამომდინარე,
საკანონმდებლო ცვლილებები
მიიღო და კარგ
საერთაშორისო პრაქტიკას
გავიზიარებთ. მიმდინარე
დღეებმა გვაჩვენა, რომ
რეგულაციები საჭიროა.
მართლწესრიგისა და
უსაფრთხოების დაცვისთვის
აუცილებელია, რომ
საპროტესტო აქციაზე
სახედაფარული პირების
სიარული აიკრძალოს. რა თქმა
უნდა, ეს ემსახურება იმას,
რომ პოლიციელებმა და
სამართალდამცავებმა უფრო
ეფექტურად იმუშაონ, რათა
თითოეული მოქალაქის
უფლება და უსაფრთხოება
დაიცვან. განხილვისას
ყველა ის კითხვა დაისმება,
რაც საზოგადოებას აქვს.
ნიღბის ტარება იმის
საწინააღმდეგო
მოქმედებაა, რაც კანონშია
გაწერილი, რომ
სამართალდამცავებს უფლება
აქვთ, სათანადო მომენტში
დაშლის მოწოდება
გამოიყენონ და შესაბამისი
რეაგირებაც მოაყოლონ“, –
განაცხადა ნინო
წილოსანმა.საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი
კობახიძემ 8 დეკემბერს
გამართულ ბრიფინგზე
განაცხადა, რომ მიღებული
იქნება კანონი, რომლითაც
აიკრძალება შეკრების
მონაწილეების, მათ შორის,
კონტრშეკრების
მონაწილეების მიერ
სხვადასხვა საშუალებით
სახის დაფარვა.