ამ მოწვევის გაუქმებით,
ისინი შეურაცხყოფას
საკუთარ საზოგადოებას
მიაყენებენ, - განაცხადა
პარტია „ხალხის ძალის“
წევრმა, გურამ
მაჭარაშვილმა აშშ-ის
პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის
მიღებაზე საქართველოს
პრემიერ-მინისტრ ირაკლი
კობახიძისთვის მიწვევის
გაუქმებასთან
დაკავშირებით.„ყველაფერს
რომ თავი დავანებოთ, ყველამ
კარგად ვიცით, რას ნიშნავს
ელემენტარული
სტუმარ-მასპინძლობის წესი.
თვითონ მიიწვიეს, ჩვენ ხომ
არ გვითხოვია?! უნდათ,
წყალწაღებულ ოპოზიციას
მაშველი რგოლი გადაუგდონ,
ესეც არ გამოვა, ხომ
ხედავენ რომ უკვე
კონტრპროდუქტიულია,
პირიქით მოქმედებს მათი
ასეთი შეურაცხმყოფელი
ნაბიჯები და
განცხადებები“, - აღნიშნა
გურამ მაჭარაშვილმა.