პირველ რიგში, არ შეიძლება
არ დაგეთანხმოთ, სიტუაცია
მართლაც დაძაბულია, მაგრამ
ყველაფერი არის
გამოსწორებადი, ამას
სჭირდება რამდენიმე რამის
გაკეთება, - განაცხადა
გადაცემა „დღის
ქრონიკაში“ „ერთიანი
ნეიტრალური საქართველოს“
ერთ-ერთმა დამფუძნებელმა
ლევან ნიკოლეიშვილმა.მისი
თქმით, პირველი, რაც
მიზანშეწონილად მიაჩნია
არის ის, რომ უნდა
გამოვლინდნენ ის
ექსტრემისტული ჯგუფები,
რომლებიც ამ პროცესებს
უდგანან სათავეში.„ეს არ
არის, თუ ვინმეს ჰგონია და
სჯერა, რომ ვიღაცამ
სპონტანურად მოიფიქრა, ასე
უბრალოდ გადაწყვიტა და
წავიდა, ვთქვათ,
საზოგადოებრივ
მაუწყებელთან. ან ვიღაცამ
ასე უცბად მოიფიქრა, რომ
გუშინ ბარიკადები
აღემართა. ან, გნებავთ
სოციალურ ქსელებში რომ
წერენ ერთმანეთს,
სჭირდებათ ამდენი ზეთი,
ნავთი თუ ა.შ. ამ ყველაფერს
სათავეში უდგანან
გარკვეული ადამიანები,
რომლებიც ამას გეგმავენ,
რომლებიც ამას აკეთებენ.
უბრალოდ, დანარჩენი მხარე,
მეორე მხარე ასე ვთქვათ,
არიან აღმსრულებლები.
გავყოფდი ორად, ნაწილი
არიან ბრმად
აღმსრულებლები ამისი და
ძალიან ცუდია, თუ ასეთები
ბევრნი არიან, ვინაიდან ეს
ნიშნავს, რომ ეს ადამიანები
უბრალოდ ვერ აკონტროლებენ
საკუთარ თავს და არ აქვთ
აზროვნების შესაბამისი
უნარი. მეორე ნაწილია,
რომლებმაც იციან რასაც
აკეთებენ ძალიან კარგად. ამ
ყველაფერს უნდა დროულად
გამოვლინება, დროულად თქმა
იმის, ვინ ვინ არის.
არავისზე აღარ არის
არაფერი დასაფარი. ასე არ
შეიძლება გაგრძელდეს.
მუდმივად, ყოველ საღამოს
ვიღაცამ გადაწყვიტოს, ას
კაციანი ჯგუფი იქნება ეს თუ
ორას კაციანი ჯგუფი,
გადაკეტოს რუსთაველის
გამზირი და ა.შ. და ამ
ყველაფერს დაარქვას
ევროპის გზაზე მიმავალი
რაღაც პოლიტიკური აქცია. ეს
არ არის ევროპის გზა, ეს არ
არის ევროპული
მიმართულება და ეს არ არის
დემოკრატიული
მიმართულება“, - აღნიშნა
ლევან
ნიკოლეიშვილმა.მისივე
თქმით, ეს არის გარკვეული
ადამიანების მიერ
დაგეგმილი, რომლებიც
ფიქრობენ, რომ მათ ეს
გაუვათ.„ამავდროულად,
მინდა გითხრათ, რომ მათ ეს
ვერ გაუვათ ერთი უბრალო
მიზეზიდან გამომდინარე,
ძალიან დიდი ინფორმაცია
არსებობს, შესაბამის
უწყებებს გააჩნიათ.
უბრალოდ, მე კიდევ ერთხელ
ჩემს აზრს ვიძახი, რომ
ალბათ დადგა დრო, როდესაც
ამ ინფორმაციის
გამჟღავნება უკვე
მიზანშეწონილია იმის
თაობაზე, ვინ ვინ არის, ვინ
რას აკეთებს, რატომ აკეთებს
და როგორ აკეთებს“, -
განაცხადა ლევან
ნიკოლეიშვილმა.