უნგრეთში ოპოზიციური
პარტიის, „ტისას“ მიერ
ჩატარებული სოციოლოგიური
გამოკითხვის შედეგად,
გამოკითხულთა 60% უკრაინის
ევროკავშირში
გაწევრიანებას
ემხრობა.კვლევაში
მონაწილეობა 1.1 მილიონზე
მეტმა ადამიანმა მიიღო და
58.18%-მა კითხვას – „მხარს
უჭერთ თუ არა უკრაინის
ევროკავშირში
გაწევრიანებას?“ –
დადებითი პასუხი
გასცა.კვლევაში ცალკე
პუნქტად იყო გატანილი
კითხვა საზოგადოების
პოზიციაზე იმასთან
დაკავშირებით, უნდა დარჩეს
თუ არა უნგრეთი
ევროკავშირისა და ნატო-ს
წევრად, რაზეც
გამოკითხულთა 98.68%-მა ასევე
დადებითი პასუხი
გასცა.როგორც პარტია
„ტისაში“ აცხადებენ, 2026
წლის საპარლამენტო
არჩევნების შედეგად
ხელისუფლებაში მოსვლის
შემთხვევაში ამ კვლევის
შედეგები გახდება მათი
პოლიტიკის ხაზი.