საქსტატის ინფორმაციით,
უმუშევრობის დონემ მესამე
კვარტლის ისტორიულ
მინიმუმს მიაღწია.
საქართველოს სტატისტიკის
ეროვნული სამსახურის
ცნობით, 2024 წლის მესამე
კვარტალში უმუშევრობის
დონე წინა წლის მესამე
კვარტალთან შედარებით, 1.8
პროცენტული პუნქტით
შემცირდა და 13.8%-ი
შეადგინა.ამასთან, 2024 წლის
მესამე კვარტალში
დასაქმებულთა რეკორდული
ოდენობა
დაფიქსირდა.მესამე
კვარტალში დასაქმებულთა
რაოდენობა 41.3 ათასით
გაიზარდა და მილიონ 408 ათასი
შეადგინა.