უმუშევრობის 12-წლიანი
შემცირებით საქართველო
მსოფლიოში მეექვსე
ადგილზე
გადის.საერთაშორისო
სავალუტო ფონდის მსოფლიო
ეკონომიკური მიმოხილვის
მონაცემების მიხედვით
ირკვევა, რომ საქართველო
მსოფლიოს იმ ქვეყნების
ათეულში მეექვსე ადგილზეა,
სადაც ბოლო თორმეტი წლის
მანძილზე 2024 წლისთვის
ყველაზე მეტი პუნქტით
მცირდება
უმუშევრობა.ფონდის
შეფასებით, 12 წლის
განმავლობაში, ანუ 2012
წელთან შედარებით
უმუშევრობა საქართველოში
12,2 პროცენტული პუნქტით
მცირდება და 2024 წელს
უმუშევრობის დონე 14,5%-ს
გაუტოლდება. სავალუტო
ფონდის შეფასებით, ჩვენს
საუკუნეში საქართველოში
უმუშევრობის დონე ყველაზე
მაღალი იყო 2010, 2011 და 2012
წლებში, დაახლოებით 27%-ის
დონეზე.აღსანიშნავია, რომ
სავალუტო ფონდის
ანგარიშის მიხედვით, ამ
საუკუნეში 2012 წლამდე
პერიოდში უმუშევრობის
დონე მსოფლიოში ყველაზე
მეტად საქართველოში
გაიზარდა. უმუშევრობის
მატებამ იმ 12-წლიან
პერიოდში 16 პროცენტულ
პუნქტს გადააჭარბა.