უმაღლესი განათლების
შესახებ კანონში შესატან
ცვლილებებს დღეს
საპარლამენტო კომიტეტში
მესამე მოსმენით
განიხილავენ. ცვლილებები
უმაღლეს სასწავლებლებში
ქართული ენის სწავლების
აღდგენას ეხება.2005 წელს
უმაღლეს სასწავლებლებში
ქართული ენის სწავლება
„ნაციონალურმა მოძრაობამ“
გააუქმა. მას შემდეგ
ქართული ენა სავალდებულო
საგნების სიაში მხოლოდ
ჰუმანიტარულ
ფაკულტეტებზეა, 2025 წლის
ოქტომბრიდან კი
ბაკალავრიატზე ქართული
ენის სწავლება კვლავ
სავალდებულო იქნება.