უკრაინული მედიის
ინფორმაციას, რომლის
მიხედვითაც „ქართული
ლეგიონის“ ხელმძღვანელმა
მამუკა მამულაშვილმა
საკუთარი მოწამვლის
ამბავი მოიგონა
შემოწირულებების მიღების
მიზნით, დეზინფორმაციას
უწოდებს მამულაშვილი,
კონკრეტულ კითხვებს კი არ
პასუხობს.ამავე სტატიის
მიხედვით, ტეხასში
„ქართულმა ლეგიონმა“
დააარსა ორგანიზაცია
სახელად „ქართული
ჰუმანიტარული ლეგიონი“.
ორგანიზაციის
თანახელმძღვანელები არიან
„ნაციონალური
მოძრაობიდან“ ყოფილი
დეპუტატი ნონა
მამულაშვილი და რიჩარდ
შარპი, რომელიც 2015 წელს
დამნაშავედ ცნეს
კომპანიებთან
დაკავშირებით
თაღლითობებსა და
დეზინფორმაციის
გავრცელებაში.
დავუკავშირდით ნონა
მამულაშვილსაც, თუმცა ის
სატელეფონო ზარებს არ
პასუხობს.„ეს არის რუსული
პროპაგანდის ნაწილი,
რომლითაც „ქართული
ლეგიონის“ დისკრედიტაციას
ცდილობენ. 4000 ევროზე იყო
ლაპარაკი, მეგობრებმა
შეაგროვეს ჩემი
სამკურნალო ფული. სისხლის
სამართლის საქმეა აღძრული
ამ მოწამვლასთან
დაკავშირებით?... რის
თაობაზე აღძრავდნენ
სისხლის სამართლის საქმეს
ნუ... იმ ანალიზებთან
დაკავშირებით არის
აღძრული სისხლის
სამართლის საქმე“, -
აცხადებს მამუკა
მამულაშვილი.