უკრაინის პრეზიდენტი არის უმძიმეს მდგომარეობაში, აქედან გამომდინარე, ჩვენ არანაირი სურვილი არ გვაქვს, რომ შევიდეთ პოლემიკაში მასთან, თუმცა დასანანია ის განცხადებები, რაც მისი მხრიდან კეთდება - ირაკლი კობახიძე

Primetime.ge 2 დღის წინ 9
უკრაინის პრეზიდენტი არის უმძიმეს მდგომარეობაში, აქედან გამომდინარე, ჩვენ არანაირი სურვილი არ გვაქვს, რომ შევიდეთ პოლემიკაში მასთან, თუმცა დასანანია ის განცხადებები, რაც მისი მხრიდან კეთდება - ირაკლი კობახიძე
უკრაინა არის ომის მდგომარეობაში, უკრაინის პრეზიდენტი არის უმძიმეს მდგომარეობაში, აქედან გამომდინარე, ჩვენ არანაირი სურვილი არ გვაქვს, რომ შევიდეთ პოლემიკაში მასთან, თუმცა დასანანია ის განცხადებები, რაც მისი მხრიდან კეთდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.პრემიერის თქმით, ის არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში და ვერ მოქმედებს დამოუკიდებლად.„მე არ მინდა ზელენსკიზე საერთოდ რაიმე განცხადება გავაკეთო, ის არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ის ვერ მოქმედებს დამოუკიდებლად, ვერც მაშინ მოქმედებდა დამოუკიდებლად, როდესაც საქართველოდან ელჩი გაიწვია და ვერც მაშინ, როდესაც ჩვენი ელჩი გამოუშვა უკრაინიდან. ეს არის სამწუხარო რეალობა. ჩვენ გვესმის, უკრაინა არის ომის მდგომარეობაში, უკრაინის პრეზიდენტი არის უმძიმეს მდგომარეობაში, აქედან გამომდინარე, ჩვენ არანაირი სურვილი არ გვაქვს, რომ შევიდეთ პოლემიკაში მასთან, თუმცა დასანანია ის განცხადებები, რაც მისი მხრიდან კეთდება “, - განაცხადა პრემიერმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია